სესკ ფაბრეგასმა СMИ-სთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საუკეთესო მომენტი მისთვის, ''ბერნაბეუზე'' გატანილი გოლია.
''ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ჩემთვის, იკერ კასილასის კარიბჭის აღება იყო. ეს ჩემთვის დაუვიწყარი მომენტია, რადგან მოედანზე მაშინ ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები იყვნენ''. განაცხადა სესკმა.
რაც შეეხება ამჟამინდელ გუნდს, მან განაცხადა:''ეს საოცრებაა,რასაც მე ყოველ ვარჯიშზე ვხედავ. ეს არის გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია საუკეთესო მოთამაშეებით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ასეთ კლიმატს, მე შეუჩვეველი ვარ." დაასრულა ესპანელმა.
''Marca-ს'' მიერ ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ, გულშემატკივრებმა ლიონელ ანდრეს მესი დაასახელეს, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ უმრავლესობამ ''ბარსას'' ფეხბურთელი, ლეო მესი აირჩია. მას გამოკითხულთა 50.2% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა ''რეალის'' ყოფილი ფეხბურთელი, ზინედინ ზიდანი (27.5%). ხოლო მესამე ადგილზე დიეგო მარადონა გავიდა 10%-ით.
შემდეგ მოდის- პელე (7%), დი სტეფანო (თითქმის 4%), იოჰან კრუიფი (1.5%).
როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი იუწყება, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა "მილანი" დატოვოს.
ჟურნალისტების თქმით შვედი გუნდს თუ ამ ზაფხულს შეიცვლის, მისთვის ერთადერთი ვარიანტი მადრიდის "რეალი" იქნება, უკვე ცნობილია რომ ჟოზე მოურინიო სერიოზულად ინტერესდება მისით. გარდა ამისა იბრაზე ინტერესს "სიტი" და "პსჟ" იჩენენ მაგრამ ისინი ჯერ ტოპ კლუბებად არ მოიაზრებიან, ამის გამო ნაკლებად სავარაუდოა იბრა მათ შეთავაზებას დათანხმდეს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა იმ მწვრთნელთა სია, რომლებიც საკუთარი გუნდისგან ყველაზე მეტ ფულს იღებენ. გთავაზობთ თავკაცების ათეულს, რომლებსაც ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ.
1. ჟოზე მოურინიო ("რეალი") –10 მილიონი ევრო წელიწადში
2–3. ხოსეპ გვარდიოლა ("ბარსელონა") –7.5 მილიონი ევრო
2–3. გუს ჰიდინკი ("ანჟი") –7.5 მილიონი ევრო
4. რობერტო მანჩინი ("მანჩესტერ სიტი") –6 მილიონი ევრო
5. კარლო ანჩელოტი ("პსჟ") –5.9 მილიონი ევრო
6. იუპ ჰეინკესი ("ბაიერნი") –5 მილიონი ევრო
7–8. ალექს ფერგიუსონი ("მანჩესტერ იუნაიტედი") –4.8 მილიონი ევრო
7–8. კენი დალგლიში ("ლივერპული") –4.8 მილიონი ევრო
9–10. არსენ ვენგერი ("არსენალი") –4.7 მილიონი ევრო
9–10. ჰარი რედნაპი ("ტოტენჰემი") –4.7 მილიონი ევრო
მილიარდელმა ჩელსის მეპატრონემ რომან აბრამოვიჩმა ვილაშ ბოაშის შემცვლელად ამოირჩია გვარდიოლა, როგორც მთავარ სამიზნედ.
მაგრამ ცოტა ხნის წინ გვარდიოლამ განაცხადა, რომ იგი არ აპირებს სტემფორდ ბრიჯზე გადაბარგებას. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელ მწვრთნელს ამოეწურა 2 წლიანი კონტრაქტი ბარსელონასთან.
ბარსას 41 წლის მენეჯერმა უარყო ყველა ჭორი ბარსელონას დატოვების შესახებ!
მაგრამ იგი კერძოდ განიხილავს გადადგა თუ არა მან სწორი ნაბიჯი.
შეგახსენებთ, რომ აბრამოვიჩმა ანდრეს ვილაშ ბოაში გაანთავისუფლა კვირას 4 მარტს. როდესაც ბოაში მწვრთნელად დაინიშნა მან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ იგი პოსტის დაკავებიდან 8 თვის შემდეგ გაანთავისუფლეს. ახლა კი ზაფხულამდე ჩელსის უთავკაცებს დი მატეო, რომელსაც ზაფხულამდე აქვს ვადა!
ჩელსის კიდევ ერთი ცუდი ამბავი ისაა, რომ მას სტოკ სიტის წინააღმდეგ ვერ დაეხმარება თავისი კაპიტანი ჯონ ტერი, მისი მუხლის ოპერაციის შემდეგ 6 კვირა გავ
... კითხვის გაგრძელება »
დიეგო არმანდო მარადონას შვილმა თავის მამას კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი ლიონელ მესი შეადარა. დიეგო არმანდო უმცროსის თქმით, ლეოს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უკლია მამამისამდე და იგი ვერასოდეს ვერ მიაღწევს მის დონემდე.
"მამაჩემი კვლავ ძალიან ბევრით წინ დგას ლიონელ მესიზე, რომელსაც ჯერაც არ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონატი. მესი კარგი ბომბარდირია, შესანაშნავად თამაშობს შეტევაში, თუმცა მას შემდეგ რაც მამაჩემმა ფეხბურთს თავი დაანება, ეს სპორტი შეიცვალა და უფრო სწრაფი გახდა. ამის გარდა, ლეო ისეთი ფენომენების გვერდით გამოდის, როგორებიც არიან ჩავი და ინიესტა. დარწმუნებული ვარ და შემიძლია თავი დავდო, რომ მამაჩემის მსგავსი მოთამაშე არასოდეს არ დაიბადება. მეორეს მხრივ, მესისნაირები 100 წელში ერთხელ იბადებიან, მაგრამ ჩემი მშობელი სულ სხვა იყო." –განაცხადა მარადონას შვილმა.
კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას მომავალი კვლავ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 41 წლის სპეციალისტის ამჟამინდელი კონტრაქტი გუნდთან ამ ზაფხულს იწურება, ის კი ჯერ–ჯერობით არ ჩქარობს ახალის გაფორმებას. ამით უკვე აღფრთოვანდნენ მსოფლიოს გრანდები და "ჩელსიმ" და "ინტერმა" უკვე გამოთქვეს იმის სურვილი, რომ დიდი სიამოვნებით ჩააბარებენ მას გუნდს.
ასევე იყო საუბარი იმის შესახებაც, რომ სწორედ პეპი გახდებოდა ინგლისის ნაკრების მწვრთნელი, რომელმაც სულ ახლახანს დაითხოვა ფაბიო კაპელო. ამ ბოლო დღეებში, კატალონიური გამოცემა "სპორტის" მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ კი ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა: გვარდიოლა ესპანეთის ნაკრების დამრიგებელი იქნება. როგორც გაირვკა, იგი ქვეყნის საფეხბურთო გუნდის სათავაში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შემდეგ ჩადგება.
კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა გუშინ "ელ მუნდო დეპორტივო
... კითხვის გაგრძელება »