მილიარდელმა ჩელსის მეპატრონემ რომან აბრამოვიჩმა ვილაშ ბოაშის შემცვლელად ამოირჩია გვარდიოლა, როგორც მთავარ სამიზნედ.
მაგრამ ცოტა ხნის წინ გვარდიოლამ განაცხადა, რომ იგი არ აპირებს სტემფორდ ბრიჯზე გადაბარგებას. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელ მწვრთნელს ამოეწურა 2 წლიანი კონტრაქტი ბარსელონასთან.
ბარსას 41 წლის მენეჯერმა უარყო ყველა ჭორი ბარსელონას დატოვების შესახებ!
მაგრამ იგი კერძოდ განიხილავს გადადგა თუ არა მან სწორი ნაბიჯი.
შეგახსენებთ, რომ აბრამოვიჩმა ანდრეს ვილაშ ბოაში გაანთავისუფლა კვირას 4 მარტს. როდესაც ბოაში მწვრთნელად დაინიშნა მან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ იგი პოსტის დაკავებიდან 8 თვის შემდეგ გაანთავისუფლეს. ახლა კი ზაფხულამდე ჩელსის უთავკაცებს დი მატეო, რომელსაც ზაფხულამდე აქვს ვადა!
ჩელსის კიდევ ერთი ცუდი ამბავი ისაა, რომ მას სტოკ სიტის წინააღმდეგ ვერ დაეხმარება თავისი კაპიტანი ჯონ ტერი, მისი მუხლის ოპერაციის შემდეგ 6 კვირა გავიდა.
|