ვარჯიშის დასრულებისთანავე, კრიშტიანუ რონალდუმ პრესკოფერენცია გამართა ჟოზე მოურინიოსთან ერთად. გთავაზობთ, პორტუგალიელი ფეხბურთელის წინასამატჩო მოსაზრებას.
"ჩვენ გვჯერა ერთმანეთის და არაფერი გვაშინებს. საკუთარ ქვეყანაში და კედლებში ორმაგად მოტივირებულნი ვართ და მიზანი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის გაგრძელებაა. თითოეული ჩვენთაგანი მონდომებულია და ყველას უაღრესად სურს შემდეგ ეტაპზე თამაში".
"რასაკვირველია, წინ ადვილი გასეირნება არ გველის, მაგრამ ყველაფრისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და შესაბამის შედეგსაც მივიღებთ. ყოველ წლიურად გვემატება გამოცდილება და იმის სურვილი, რომ მოვიგოთ ყველა ტურნირი. რუსებს საკმაოდ კარგი გუნდები ჰყავთ და ამის ნათელი მაგალითი ჩვენი მეტოქეა".
"ტიტულისთვის არა მხოლოდ "რეალი" და "ბარსელონა", არამედ ყველა ის გუნდი იბრძვის, რომელიც შემდეგ ეტაპზე გასულია ან გავა. ჩვენ კონცეტრირებულნი ვართ მოსკოველებთან მატჩზე და მიზანი მათი განადგურებაა".
კატალონიის "ბარსელონა” "მანჩესტერ სიტის” მცველის, ალექსანდრ კოლაროვის შეძენით დაინტერესდა. Tuttomercato-ს ცნობით, ესპანელები 26 წლის სერბის დამატებას ზაფხულში ეცდებიან. აღსანიშნავია, რომ "ბარსას” დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერება დიდი ხანია სურს. "ბლაუგრანას” ხელმძღვანელები კოლაროვში 15 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან. შეგახსენებთ, რომ სერბი "სიტიში” 2010 წლის ზაფხულში, რომის "ლაციოდან” გადავიდა. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, მარცხენაფლანგელმა 10 მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს გოლითაც დაეხმარა.
"სუონსისა” და "მანჩესტერ სიტის” მატჩის შესვენებისას, რომელიც ქალაქელებმა მინიმალური ანგარიშით დათმეს, გუნდის იტალიელ ფორვარდ მარიო ბალოტელისა და კოტდივუარელ ნახევარმცველ იაია ტურეს შორის კონფლიქტი მოხდა. Guardian-ის ცნობით, "ქალაქელთა” გასახდელიდან ამ ორი ფეხბურთელის ხმამაღალი საუბარი ისმოდა. მოგვიანებით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის და რამ გამოიწვია თანაგუნდელების უკმაყოფილება, უცნობი დარჩა. თუმცა ფაქტია, რომ ბოლო დროს "სიტიში” ყველაფერი რიგზე ვერაა. "სუონსისთან” მატჩის 37-ე წუთზე, მწვრთნელმა გარეთ ბერი შეცვალა, რამაც ინგლისელი ნახევარმცველის აშკარა უკმაყოფილება გამოიწვია. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე მანჩინის თანაშემწეს, დევიდ პლატს მკაცრად ესაუბრებოდა და უკმაყოფილებას ნათლად გამოხატვდა. შეგახსენებთ, რომ უელსში 0:1 მარცხი, ზედიზედ მეორე იყო "მანჩესტერ სიტისთვის”. მანამდე "ქალაქელები” ევროპის ლიგაში ა
... კითხვის გაგრძელება »
აღწერა: პირველ ფილმში ჰარვარდის უნივერსიტეტის დიპლომირებული იურისტი ელ ვუდი ახლა იურისტის თანამდებობას იკავებს მსხვილ ფირმაში და წარმატებულ კარიერას ქორწილისთვის მზადებას ათავსებს. სანამ არ გაიგებს, რომ მისი საყვარელი ძაღლის დედიკოზე ცდებს ატარებენ ერთერთ კოსმეტიკურ წარმოებაში მისივე ფირმის კლიენტები. ელი ცხოველთა უფლებნების დაცვისთვის იწყებს ბრძოლას და... სამუშაოს კარგავს. რა საკვირველია ის აღშფოთებულია, მაგრამ ოფტემიზმი მაინც არ ტოვებს მას. მის ვუდსი მიემგზავრება ვაშინგტონშ ...
ეს მხოლოდ პირველი სამი "ოქროს ბურთია" მესისთვის. მთელი მსოფლიო ამტკიცებს ერთსა და იმავეს: ლეო მესი გახდება უფრო მეტი "ოქროს ბურთების" მფლობელი და გაუსწრებს ისეთ ლეგენდარულ მოთამაშეებს, როგორებიც არიან კრუიფი, პლატინი და ვან ბასტენი. გთავაზობთ გასართობ მოგზაურობას, დაწყებული ფეხბურთელის სახლიდან, დამთავრებული მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურბურთელობისთვის მიღებული ჯილდოებით.
24 წლის ასაკში ლეო მესიმ ზედიზედ სამჯერ მოგო "ოქროს ბურთი". ის იმყოფება მწვერვალის თავზე - იქ, სადაც არიან ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები. მთელი მსოფლიო სვამს შეკითხვას: რაში მდგომარეობს მისი წარმატების საიდუმლო? პასუხი ცალსახად მარტივია: ლეოს ამბიციურობამ არ იცის საზღვრები და იგი მზადაა ახალი სიმაღლეების დასაპყრობად.
რამდენი "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდება ლიონელ მესი? მის შესაძლებლობებს საზღვრები აქვს? გახდება ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი? რამდენ ტიტულს მ
... კითხვის გაგრძელება »
დღეს, 13 მარტს, ჯერარდ დეულოფეუს დაბადების დღეა. როგორც მოგეხსენებათ, იგი არის ერთ–ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც "ბარსელონას" მეორე გუნდში, დუბლებში გამოდის და პირველ გუნდში უკვე დებიუტიც კი ჰქონდა. ჯერარდს დღეს 18 წელი შეუსრულდა. Barcamania.ge–ს სახელით, ვულოცავ მას ამ შესანიშნავ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს როგორც სპორტში, ასევე პირად ცხოვრებაში.
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი, ძალიან გააბრაზა იმ ინფორმაციამ, რომელმაც მადრიდულმა ტელეარხმა გაავრცელა. სატელევიზიო არხმა "ტელემადრიდმა" ხალხში ისეთი ჭორი ააგორა, ვითომ ხოსეპ გვარდიოლასა და ჯერარდ პიკეს შორის ურთიერთობა მაქსიმალურად დაძაბულია ურთიერთობა და მცველის ადგილი პეპის სქემაში აღარ გამოინახება.
"ეს არის აბსოლუტური ტყუილი, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. ეს არის ნამდვილი ტყუილი და ცილისწამება. უბრალოდ სირცხვილია ასეთი ცნობილი ტელევიზია ასეთ რამეებს რომ ავრცელებს. მე რომ მადრიდში ვცხოვრობდე და იქ ვიხდიდე გადასახადებს, ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ნამდვილად დავფიქრდებოდი ამ საკითხის შესახებ." –ციტირებს როსელი სიტყვებს მადრიდული გამოცემა "ას–ი".
სანდრომ "ტელემადრიდს" ცნობილი ტელევიზია უწოდა და უნდა მოგახსენოთ, რომ ეს არხი 1989 წლის 2 მაისიდან არსებობს და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს (სულ თუ ასეთ ჭორებს
... კითხვის გაგრძელება »
გუშინ საღამოს კარლეს პუიოლმა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა ეს სურათი, სადაც ჩანს, რომ ლიონელ მესი ბრწყინვალე ნახტომში იღებს დარტყმულს. სასწაულმოქმედ არგენტინელს თურმე ესაც შესძლებია. განა არსებობს ისეთი რამ, რასაც ლეო ვერ აკეთებს? რაც შეეხება პინტოს, მან დროა აიკრას გუდა–ნაბადი, რადგან ძალზედ ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა; ვალდესი კი სწორედ პინტოსთვის სათადარიგოთა სკამზე განკუთვნილ ადგილს არ გააციებს და უმალ დაჯდება :)
კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ, კომენტარი გააკეთა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 26-ე ტურის მატჩის შემდეგ, სადაც მისი გუნდი სანტანდერის "რასინგს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთადერთი გოლის ავტორმა ასევე ისაუბრა მადრიდის "რეალის" 10 ქულიან უპირატესობაზე და თქვა, რომ "ბარსას" ძალუძს ამ ჰანდიკაპის აღმოფხვრა.
"ჩემი აზრით, კარგად ვითამაშეთ. "ბარსა" მთელი მატჩის მანძილზე ფლობდა ბურთს, რაც ასეთ მდგომარეობაში მყოფ მინდორზე ცოტა არ იყოს და რთულია. ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ 3 ქულით "რეალთან" სხვაობა შევინარჩუნეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდევ უფრო დავეწევით მადრიდელებს. თითოეული ჩვენთაგანი ახლა ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება, რაც ძალიან კარგია, რადგან წინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გველის." –განაცხადა ინიესტამ.
დღეს ანდრეს ინიესტამ ხელი მოაწერა და კლუბის მუზეუმს გადასცა ის ბუცები, რომელიც მას სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ეცვა.
მას შემდეგ, რაც მიიღო "ბარსას" მოთამაშის ჯილდო, ანდრეს ინიესტამ ხელი მოაწერა იმ ბუცებს, რომელიც მას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ეცვა. ბუცები "ბარსას" მუზეუმში დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში შეინახება.
ავტოგრაფი და შეწირულობა
დღეს ესპანელმა ფეხბურთელმა, რომელსაც თან ახლდა თავისი მამა და "ბარსას" მუზეუმის დირექტორი, ხორდი პენა, ხელი მოაწერა და გადასცა კლუბის მუზეუმს ცნობილი ბუცები. პატარა ცერემონია შეუმჩნეველი არ დარჩენილა კლუბის მუზეუმის დამთვალიერებელთათვის.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ის ბუცებია, რომლითაც ანდრესმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 2010 წლის 11 ივლისს, ჰოლანდიის ნაკრების
... კითხვის გაგრძელება »
ლიონელ მესისა და სესკ ფაბრეგასის ურთიერთობა ღრმა ბავშვობიდან იწყება, როცა ისინი "ბარსას" ახალგაზრდულ აკადემიაში ერთად მოღვაწეობდნენ. მათი იმდროინდელი მუშაობა დივიდენდებს ახლა იძლევა. ორივე მათგანმა ჯამში წელს 65 გოლის გატანა მოახერხეს და თან 47 საგოლე პასიც მიიწერეს საკუთარ ანგარიშზე.
გუნდი გოლების თითქმის 50%
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში გატანილი 50 ბურთით, მესი გოლების მეფეა. არგენტინელს ახლა სულ რაღაც ხუთი გოლი ესაჭიროება იმისთვის, რომ კლუბის საუკეთესო ბომბარდირის, სესარის რეკორდი დაამხოს.
კლუბში დაბრუნებიდან თავის პირველ სეზონში სესკმა 15 გოლი გაიტანა, აქედან 9 ლიგაში, 1 ჩემპიონტა ლიგაში, 3 ესპანეთის სამეფო თასში და თითო–თითო ევროპის სუპერთასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში.
პროვაიდერები
ორივე ფეხბურთელმა გვაჩვენა, რომ გოლების გატანის გარდა, მათ საგოლე პასევბი
... კითხვის გაგრძელება »
მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" მეკარე მარკ–ანდრე ტერ შტეგენი, რომელსაც დიდი ხანია აკვირდება კატალონიის "ბარსელონა" და სერიოზულად ფიქრობს მის გადაბირებაზე, ძალიან გახარებულია "ბარსას" მისდამი დაკვირვებით და თუ "ლურჯ–ბროწეულისფერები" მას რაიმე სახის შეთავაზებას გაუკეთებენ, უარის თქმა ძალზედ რთული იქნება.
"ნამდვილად მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ამ სერიოზულ საუბრებს თუ ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევ. როდესაც იგებ, რომ შენით სერიოზულადაა დაინტერესებული ისეთი დიდი გუნდი, როგორიც "ბარსელონაა", ამას უყურადღებოდ ვერ დატოვებ. ჩემი აღტაცების მიუხედავად, ახლა მაინც მხოლოდ მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქრო. ვნახოთ რა იქნება მომავალში." –განცახადა ტერ შტეგენმა.
როგორც ფეხბურთელის კომენტარიდან გაიგეთ, "ბარსას" ხელმძღვანელობა მართლაც სერიოზულ დაკვირვებებს აწარმოებს მასზე და მიიჩნევს ვიქტორ ვალდესის შემცვლელად. ვნახოთ
... კითხვის გაგრძელება »
ადრეულ ხანებში ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა კლაუდიო კანიჯამ, ისაუბრა იმაზე, რაზეც დღეს ბევრი საუბრობს–ლიონელ მესი და დიეგო მარადონა. კანიჯამ შემოგვთავაზა თავისი ვარიანტი, თუ ვინ არის ფეხბურთის ისტორიაში 4 საუკეთესო მოთამაშე.
"საერთოდ, ფეხბურთს ბევრი ვარსკვლავი ჰყავდა და ჰყავს კიდეც. ჩემი აზრით სამი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეები მარადონა, პელე და კრუიფი არიან. აქედან ვერ განვასხვავებ ვერცერთს, სამივე მათგანი პირველია. რაც შეეხება მეოთხე პოზიციას, აქ ალფრედო დი სტეფანოს დაყენებაც შეიძლება, მაგრამ მე მისი თამაში არ მინახავს, ამიტომ ამ ადგილს ლიონელ მესის დავაკავებინებ. იგი ნამდვილად ბრწყინვალეა და კვლავ აგრძელებს განვითარებას. ლეო დიეგოს გავს, თუმცა "გავს" არ ნიშნავს, რომ მასზე უკეთესია." –განაცხადა კანიჯამ.
იტალიური "რომას" თავდამსხმელმა, ბოიან კრკიჩმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კვლავ ადევნებს თვალს "ბარსელონას" თამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი კატალონიის დედაქალაქიდან "რომაში" მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადაბარგდა. "ბარსაში" კრკიჩს არ ჰქონდა სათანადო სათამაშო დრო.
" არ ვტოვებ არცერთ თამაშს "ბარსას" მონაწილეობით. როცა ვხედავ ამ გუნდს, დიდ ემოციებს განვიცდი. იმ წუთებში ჩემი თვალები ბრწინავენ და გული სიხარულისგან იწყებს ფეთქვას. ძალიან მიყვარს "ბარსას" ფეხბურთელები, ისინი ჩემთვის ძმებივით არიან. მე ხომ მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ასეთ მომენტებში მე ყველასგან განვცალკევდები და საკუთარ თავში ვიკეტები. რასაკვირველია, არ ვტირი, მაგრამ ძალიან დიდ ემოციების მოზღვავებას განვიცდი." - განაცხადა ფეხბურთელმა.
"ჩემი აზრით, "ბარსელონასთვის" გუარდიოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მე. ჩვენ, ისევე როგორც სხვები, ველით პეპის გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენთაგანს კონკრეტულად მასთან მუშაობის გაგრძელება სურს. ასე იქნება უკეთესი ჩვენთვის, ჩვენი კლუბისთვის."
"სიმართე გითხრათ, ძალიან რთული იქნება ისეთი მწვრთნელის პოვნა, რომელიც იმხელა სამუშაოს გასწევს, რაც გასწია გუარდიოლამ. თუ ის გადაწყვეტს, რომ არ გაახანგრძლივოს კონტრაქტი, კლუბი რა თქმა უნდა, გააგრძელებს მუშაობას. პეპის გარეშე "ბარსელონა" სხვანაირი იქნება." - ციტირებს მესის სიტყვებს As.
კატალონიის "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ კლუბი კვლავ არ აჩქარებს გუნდის მთავარ მწვრთნელს, პეპ გუარდიოლას კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას.
"არ მესმის პრესის ყურადღება და ინტერესი, მაგრამ ამ მხრივ ჩვენ მშვიდი კვირა გველის. გუარდიოლა ვალდებული არაა, მიიღოს გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე. ეს მოხდება მაშინ, როცა ეს მოხდება." - ციტირებს სუბისარეტას სიტყვებს Sport.
შეგახსენებთ, რომ პეპ გუარდიოლას კონტრაქტს მიმდინარე წლის ივნისში გასდის ვადა.