"ჩემი აზრით, "ბარსელონასთვის" გუარდიოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მე. ჩვენ, ისევე როგორც სხვები, ველით პეპის გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენთაგანს კონკრეტულად მასთან მუშაობის გაგრძელება სურს. ასე იქნება უკეთესი ჩვენთვის, ჩვენი კლუბისთვის."
"სიმართე გითხრათ, ძალიან რთული იქნება ისეთი მწვრთნელის პოვნა, რომელიც იმხელა სამუშაოს გასწევს, რაც გასწია გუარდიოლამ. თუ ის გადაწყვეტს, რომ არ გაახანგრძლივოს კონტრაქტი, კლუბი რა თქმა უნდა, გააგრძელებს მუშაობას. პეპის გარეშე "ბარსელონა" სხვანაირი იქნება." - ციტირებს მესის სიტყვებს As.