მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა კატალონიის ბარსელონას, კერძოდ კი ერიკ აბიდალს, რომელიც უახლოეს მომავალში ღვიძლს გადაინერგავს.
"ჩვენ აბიდალს ბოლომდე დავუჭერთ მხარს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს ფერს, თეთრსა და ლურჯ-ბროწეულიფერს. საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე და ვიმედოვნებთ, რომ ერიკი ამ დაბრკოლებასაც ადვილად გაუმკლავდება," - განაცხადა მოურინიომ.
"აბიდალი შესანიშნავი ფეხბურთელია. თუ ის გააგრძელებს კარიერას ყველა ბედნიერები ვიქნებით. მთავარია მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს."