ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრები შაბათს დილით ჩამოფრინდა საქართველოში და საღამოს 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყო "დინამოს" დიღმის ბაზაზე ვარჯიში. იუველირული სიზუსტის პასები, სწრაფი გადაადგილებები, მინიმუმამდე დაყვანილი ხარვეზები – სანტი დენიას გაწვრთნილები ბურთს, როგორც იტყვიან, ამღერებდნენ. ვარჯიშს "დინამოს" ასაკობრივი გუნდის მწვრთნელებმა და კლუბის აკადემიის ესპანელმა ხელმძღვანელმა ანდრეს კარასკომაც უყურეს. იქ იყო გოჩა ჯამარაულიც, რომელიც აღტაცებას ვერ ფარავდა ესპანელი ჭაბუკებით. "ნეტავ, ჯერ არ დამთავრდეს. რა მაგრები არიან... არა, რა, ამათი ყურება არ მომწყინდება" – ამბობდა ჯამარაული, რომელიც თავის მხრივ, სწორედ ტექნიკური და რბილი თამაშის მანერით გამოირჩეოდა. შთამბეჭდავი იყო, თუ როგორ უბრალოდ, თვალის დახამხამებაში აკეთებდნენ "კვადრატისას" პასებს 16-17 წლის ჭაბუკები. ამას ფლანგურ შეტევებსა და ჩაწოდებებში ვარჯიში მოჰყვა, შემდეგ კი იყო ნახევარ მოედანზე ორკარა. "თვალები არ აგიჭრელდ
... კითხვის გაგრძელება »
58:0 – ბრიტანული Daily Mail-ის ცნობით, ამ არანორმალური ანგარიშით დასრულდა ინგლისის სამოყვარულო ლიგის ერთ-ერთი მატჩი. "უილ პაუერმა” საშინელ დღეში ჩააგდო "ნოვა-2010”. ეს უნიკალური ანგარიშია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში და აბსოლუტური რეკორდიც დამყარდა. ეს არ იყო ეზოს ფეხბურთი. მატჩი ჩემპიონატის რანგში გაიმართა და საინტერესოა, რომ "ნოვა-2010” თავიდან 5 კაცით თამაშობდა, თუმცა ოთხნი მოგვიანებით ჩაერთვნენ. შესვენებისთვის ანგარიში 20:0 იყო, მეორე ტაიმში კი 38 ბურთი დაამატეს. 50-მდე რომ ავიდნენ, "ნოვა-2010”-ის "ფეხბურთელებმა” (აბა, ბრჭყალები როგორ არ გამოვიყენოთ) არბიტრს სთხოვეს, მატჩი დაამთავრეო, თუმცა უარი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ "უილ პაუერიც” არ თამაშობდა 11 კაცით. ათნი იყვნენ. გამარჯვებულთაგან განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ძმებმა, რობი და სტიუარტ ბეიკერებმა _ "სულ რაღაც” 28-28 გოლი გაიტანეს.
საქმე ისე მიდის, რომ გერმანული "კიოლნის” ფორვარდი ლუკაშ პოდოლსკი კარიერას ლონდონის "არსენალში” განაგრძობს. London Evening-ის ცნობით, 26 წლის გერმანელი ინგლისში შემდეგ კვირაში ჩაფრინდება და "მეთოფეებთან” 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ხელშეკრულების ძალით, ახალ კლუბში, ბუნდესნაკრების მეგოლე კვირაში 100 ათასი გირვანქა სტერლინგს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინათ, ევროპულმა მედიასაშუალებებმა პოდოლსკის "არსენალში” ჩასვლასა და სამედიცინო შემოწმების გავლაზეც დაწერეს. მოგვიანებით, ფეხბურთელის აგენტმა ეს ინფორმაცია უარყო
"ეკიპის" ინფორმაციით, "ბარსელონას" ფრანგ მცველს, ერიკ აბიდალს ღვიძლს ორშაბათს გადაუნერგავენ. შეგახსენებთ, რომ 32 წლის ფეხბურთელს დონორის საშოვნელად 4-თვიან რიგში დგომა არ მოუწია, რადგან მისმა ბავშვობის მეგობარმა გადაწყვიტა დონორობა.
ექიმები შიშობენ, რომ ოპერაციის შემდეგ აბიდალი ვეღარ შეძლებს შარშანდელი გმირობის ჩადენას და სპორტში დაბრუნებას. თუმცა არის ერთი "დეტალი" - ამ ფეხბურთელმა მართლაც ენითაუწერელი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა.
ახლაც, როცა ოპერაცია კარს მოადგა, აბიდალი "ბარსელონასთან" ერთად ჩვეულებრივად ვარჯიშობს!
ასე რომ, ექიმების ადგილას კატეგორიულები ვერ ვიქნებოდით, როცა საქმე აბიდალს შეეხება.
ბარსელონას მთავარი მწვრთნელი პეპ გუარდიოლა მიიჩნევს, რომ თავის გუნდს მიეცემა ესპანეთის ჩემპიონატში რეალის დაწევის შესაძლებლობა.
პრიმერა დივიზიონის 29-ე ტურის შეხვედრაში მადრიდის რეალი ვილიარეალს ესტუმრა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შედეგად, კატალონიელებმა სამეფო კლუბთან სხვაობა 6 ქულამდე შეამცირეს.
„10 ქულის ნაცვლად ახლა ჩამორჩენა 6 ქულას შეადგენს, მაგრამ ჩვენი ამოცანა უკიდურესად მძიმეა. რა თქმა უნდა, რეალი ახლა ლიდერია, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი მუშაობის შემთხვევაში შევძლებთ მათ დაწევას. სიმართლეს გეტყვით, მოწინააღმდეგის თამაშის ყურებას, მირჩევნია ჩემს ოჯახთან ერთად ტელევიზორში რაიმე საინტერესო ფილმს ვუყურო", - ციტირებს ბარსელონას მწვრთნელს ესპანური გამოცემა მარკა.
„რაც შეეხება მალიორკასთან დაპირისპირებას, ჩვენ ძალიან რთული მატჩის მოლოდინში ვართ. მიუხედავად იმისა, რომ პირველ წრეში ისინი დამაჯერებლად დავამარცხეთ, ამ გუნდს ბევრი პრობლემების შექმნა შეუძლია
... კითხვის გაგრძელება »
ესპანური მედიის ცნობით, "ბარსელონამ" მიაღწია შეთანხმებას "ვალენსიას" 23 წლის მარცხენა მცველთან, ხორდი ალბასთან.
კატალონიელები, მას შემდეგ რაც ერიკ აბიდალის კარიერა ეჭვის ქვეშ დადგა მისი დაავადების გამო, მთლიანად გადაერთვნენ ესპანელი ფეხბურთელის, ხორდი ალბას ტრანსფერზე. რომელიც სწორედ ფრანგი მცველის შემცვლელად მოიაზრება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში. როგორც იცით აბიდალს ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროება. ამ ოპერაციის შემდეგ კი ექიმები, მას ალბათ თამაშის ნებართვას აღარ მისცემენ.
რაც შეეხება ტრანსფერის ფასს, კატალონიელები ახალგაზრდა ფეხბურთელში 15 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ, ხელფასის სახით კი იგი 3 მილიონ ევროს მიიღებს წელიწადში. მიუხედავათ ამისა მხარეები სეზობის ბოლომდე თავს იკავებენ ოფიციალური განცხადებების გაკეთებისგან.