მთავარი » 2012»მარტი»24 » გუარდიოლა: მირჩევნია ფილმს ვუყურო, ვიდრე რეალის თამაშს
09:56
გუარდიოლა: მირჩევნია ფილმს ვუყურო, ვიდრე რეალის თამაშს
ბარსელონას მთავარი მწვრთნელი პეპ გუარდიოლა მიიჩნევს, რომ თავის გუნდს მიეცემა ესპანეთის ჩემპიონატში რეალის დაწევის შესაძლებლობა.
პრიმერა დივიზიონის 29-ე ტურის შეხვედრაში მადრიდის რეალი ვილიარეალს ესტუმრა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შედეგად, კატალონიელებმა სამეფო კლუბთან სხვაობა 6 ქულამდე შეამცირეს.
„10 ქულის ნაცვლად ახლა ჩამორჩენა 6 ქულას შეადგენს, მაგრამ ჩვენი ამოცანა უკიდურესად მძიმეა. რა თქმა უნდა, რეალი ახლა ლიდერია, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი მუშაობის შემთხვევაში შევძლებთ მათ დაწევას. სიმართლეს გეტყვით, მოწინააღმდეგის თამაშის ყურებას, მირჩევნია ჩემს ოჯახთან ერთად ტელევიზორში რაიმე საინტერესო ფილმს ვუყურო", - ციტირებს ბარსელონას მწვრთნელს ესპანური გამოცემა მარკა.
„რაც შეეხება მალიორკასთან დაპირისპირებას, ჩვენ ძალიან რთული მატჩის მოლოდინში ვართ. მიუხედავად იმისა, რომ პირველ წრეში ისინი დამაჯერებლად დავამარცხეთ, ამ გუნდს ბევრი პრობლემების შექმნა შეუძლია".
გავიხსენოთ, რომ მე-11 ტურის შეხვედრაში ბარსელონამ კამპ ნოუზე 5:0 გაიმარჯვა. სამი გოლის ავტორი ლიონელ მესი გახდა, თითოჯერ კი თავი ისააკ კუენკამ და დანი ალვეშმა გამოიჩინეს.