საიტის მენიუ |
|
|
|
| | |
| მთავარი » 2012 » მარტი » 29
ნანახია:
903
|
დაამატა:
lamparda
|
თარიღი:
29.03.2012
|
|
დაახლოებით სამი თვის წინ ვწერდით, რომ მადრიდის ”რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავის - კრიშტიანუ რონალდუს სატრფოს - ირინა შეიკის პოპულარობა ბევრი ცნობილი ფეხბურთელის მეუღლეს ესობა გულზე ეკლად და ამის მაგალითად, სერხიო რამოსის ცოლის ღვარძლიანი მონოლოგიც მოვიყვანეთ. ახლა კი, კრიშტიანუს მეორე თანაგუნდელის, ბრაზილიელი რიკარდო კაკას მეუღლის - კაროლინ სელიკოს დრო დადგა, რომელმაც რონალდუს სატრფოს უინტერესო ადამიანი უწოდა. კაროლინი ამბობს, რომ მან და სხვა ფეხბურთელების ცოლებმა არაერთხელ სცადეს ირინასთან დამეგობრება, თუმცა შეიკი იმდენად უინტერესო ადამიანია, რომ მასთან მეგობრობა უბრალოდ შეუძლებელია. ირინა შეიკი რომ დღეს ფეხბურთელების გოგონებს შორის ყველაზე პოპულარულია, ეს არავისთვის არის უცხო და ახალი ამბავი. თუმცა, სხვა ფეხბურთელების მეუღლეებს მხოლოდ ბოღმა და შური რომ არ ალაპარაკებთ, ესეც ცხადია. მითუმეტეს,
...
კითხვის გაგრძელება »
|
ესპანელი ფეხბურთელის, დავიდ ვილიას მეუღლე პატრისია გონსალესი, არც ისე დიდი ხანია, რაც წიგნის წერის რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს შეეჭიდა. დავიდის ცოლმა ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დავიდ ვილიას საიმისო დრო არ აღმოაჩნდა, რომ ერთ-ერთი ესპანელი გამომცემლის (რომელიც ამასთან ერთად ფეხბურთელის მეგობარიცაა) თხოვნა აესრულებინა და მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ავტობიოგრაფიული წიგნი დაეწერა. როგორც ჩანს, ესპანელმა გამომცემელმა კარგად იცოდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთელის მიერ დაწერილ წიგნს, წესით და რიგით, ბევრი დაინტერსებული მკითხველი გამოუჩნდებოდა. რაც ვერ შეძლო დავიდ ვილიამ, იმ საქმეს ახლა მისი მეუღლე აკეთებს. პატრისია გონსალესმა უკვე გააფორმა ხელშეკრულება გამომცემლობასთან და ამაწლის შემოდგომაზე, მის მიერ დაწერილი წიგნი მაღაზიების თაროებზე უნდა გამოჩნდეს. პატრისია გონსალესის წიგნის შინაარსი მასსა და მისი მეუღლის ურთიერთობებზე იქნება აგებული. გონსალესი ასევე
...
კითხვის გაგრძელება »
|
ბარსელონას ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ კატალონიური მხარე უეფაში საჩივარს შეიტანს.
ამის მიზეზი კი "სან სიროა". როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში მილანმა ბარსელონას უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.
გუშინ "ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონი" საშინელ მდგომარეობაში იყო. ფეხბურთელები მუდმივად სრიალდებოდნენ უნებლიედ. სწორედ ამის გამო აპირებს ბარსელონა საჩივრის შეტანას უეფაში.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ მატჩის შემდეგ თითოეულმა ბარსელონას წევრმა აღნიშნა მილანის სტადიონის ცუდი მდგომარეობა.
|
როგორც მოგეხსენებათ კვირის დასაწყისში მასიმო მორატიმ ინტერის მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გაათავისუფლა და მის მაგივრად დროებით მთავარი მწვრთნელის პოსტი ანდრეა სტრამაჩონის ჩააბარა.
იტალიელმა სპეციალისტმა გუშინ პირველი პრესკონფერენცია გამართა ინტერის მთავარი მწვრთნელის რანგში.
ბალოტელის სიტი ზეგ სანდერლენდს პრემიერ ლიგის 31-ე ტურში დაუპირისპირდება და რა თქმა უნდა ქალაქელებს ახლა ქულები ჰაერივით ესაჭიროებათ.
მანჩინი გუნდს შეუსვენებლივ ავარჯიშებს და ფეხბურთელებიც ძალებს არ ზოგავენ, თუმცა ამ ურთულეს მომენტში საინტერესოა მარიო ბალოტელის პოზიცია.
იტალიელმა ფორვარდმა გუშინ ვარჯიში გააცდინა და მილანს ესტუმრა. მან პირველმა მიულოცა სტრამაჩონის ახალი თანამდებობა. ბალოტელი პირდაპირ შეიჭრა სან სიროზე და მოურიდებლად შეაბიჯა პრესკონფერენციის დაბრაზში.
|
ლონდონის "ჩელსის” ესპანელი თავდამსხმელის, ფერნანდო ტორესის აგენტი აცხადებს, რომ მისი კლიენტი "რომაში” გადასვლის წინააღმდეგი არაა. "რომში განხორციელებული ახალი ამერიკული პროექტის შესახებ ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ თუ ამ გუნდს ფერნანდოს შეძენა სურს, უპირველესად, "ჩელსის” უნდა დაუკავშირდეს. იტალიის ჩემპიონატი ძალიან ძლიერია, მაგრამ "რომასთან” ჯერ კონტაქტი არ გვქონია. ტორესს "ჩელსისთან” კონტრაქტი კიდევ 4 წლით აკავშირებს და ბოლო დროს, გუნდში მისი მდგომარეობა გამოსწორდა. ანდრე ვილაშ-ბოაში ტორესზე აქცენტს არ აკეთებდა, მაგრამ დი მატეომ ჩემს კლიენტს ნდობა გამოუცხადა. ფერნანდომ "ბენფიკასთან” შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და სალომონ კალუს საგოლე გადაცემაც გაუკეთა. რაც შეეხება ტორესის მომავალს, ყველაფერი უახლოეს თვეებში გაირკვევა” – აცხადებს ტორესის აგენტი.
|
"ჩელსის" ხელმძღვანელმა რომან აბრამოვიჩმა გამორიცხა ჟოზე მოურინიოს კლუბში დაბრუნების შანსი.
"განსაკუთრებული კაცი N1", რომელმაც ლონდონში 3 წელიწადში 6 ტიტული მოიპოვა, სავარაუდოდ, მზად იყო დაეტოვებინა მადრიდის "რეალი" და დაბრუნებულიყო "სტემფორდ ბრიჯზე", რათა საქმეები ბოლომდე მიეყვანა. თუმცა მილიარდერმა, სახელად "წითელი რომი", ვინც 2007 წელს დროზე ადრე პორტუგალიელთან კონტრაქტის გაწყვეტაში 16 მილიონი ფუნტი გადაიხადა, განაცხადა, რომ ეს არ მოხდებოდა.
ამასობაში "სანსპორტმა" გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარასკევს (23 მარტს. რედ) "არისტოკრატების" მესაკუთრემ "ბარსას" დამრიგებელ პეპ გვარდიოლას 4-წლიანი ხელშეკრულება და 40 მილიონი ფუნტის ანაზღაურება შესთავაზა ყოველგვარი გადასახადის გადახდის შემდეგ.
"ჩელსის" მაღალი ჩინის ფუნქციონერის თქმით: "არანაირი შანსი იმისა, რომ რომანმა მოურინიო დააბრუნოს, არ არსებობს. ვიმეორებ, ა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა იმსჯელა და "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარას "მალიორკასთან" მიღებული მეორე ყვითელი ბარათი გაუუქმა.
შესაბამისად, ტიაგოს მომდევნო ტურში თამაშის უფლება აქვს. "ბარსელონა" კარლეს პუიოლის ყვითელ ბარათსაც აპროტესტებდა, მაგრამ კაპიტანს გაფრთხილება შეუნარჩუნეს.
კორეა-ესპანეთი, 10 წლის შემდეგ კორეის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ 30 მაისს ეროვნული ნაკრები ამხანაგურად ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთს გაეჯიბრება. "ტაეგუკ უორიორსი", როგორც კორეელთა ეროვნულ გუნდს ეძახიან, ესპანეთს შვეიცარიაში ან ავსტრიაში დაუპირისპირდება.
ივნისში აზიელებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ელით, რომელთაგან პირველი დოჰაში 8 ივნისს გაიმართება. ესპანეთის ნაკრები კი, მოგეხსენებათ, ევრო-2012-ისთვის ემზადება. ალბათ, ბევრს ახსოვს ესპანეთისა და კორეის ნაკრებთა მეოთხედფ
...
კითხვის გაგრძელება »
|
პოპულარულ გამოცემა "სპორტ-ექსპრესთან" საუბარში ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა რუსმა მწვრთნელმა, ოლეგ რომანცევმა ბოლო წლებში "სახალხო გუნდის" წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად მოთამაშეთა საკლუბო პატრიოტიზმის ნაკლებობა დაასახელა.
სწორედ ამ დროს ახსენა მან "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე:
"ჩემი აზრით, სპარტაკელ ახალგაზრდებს საკლუბო პატრიოტიზმი აკლიათ... ძირითად შემადგენლობაში ხვდებიან და თვლიან, რომ მორჩა, ეს მწვერვალია, აქვთ კონტრაქტი, რა საჭიროა ბევრი წვალება, შეკრებაზე ტანჯვა, რეჟიმის დაცვა, ბურთისთვის ბრძოლა - ტრავმის მიღების რისკი ხომ არსებობს...
ამიტომაც არ ვიცი, როდის გაიზრდებიან მომავალი ჩერენკოვები, გავრილოვები, სტრელცოვები, იაშინები, დასაევები.
არა იმიტომ, რომ ბუნებაში არ არიან, არამედ იმიტომ, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნები შეამცირეს. ვუყურებთ ვარჯიშებზე და მათ თვალებ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ინგლისური "მანჩესტერ სიტის” ფორვარდი – მარიო ბალოტელი კვლავ თავის სტიქიაშია. ამჯერად, მან გუნდის თავკაცის, რობერტო მანჩინის წყრომა დაიმსახურა. საქმე ისაა, რომ 21 წლის იტალიელი სამშობლოში დაბრუნდა და მილანის "ინტერის” მთავარი მწვრთნელის – ანდრეა სტრამაჩონის პრესკონფერენციას დაესწრო, რამაც ინგლისური კლუბის სამწვრთნელო შტაბი გააღიზიანა. The Telegraph-ის ცნობით, იტალიიდან დაბრუნების შემდეგ, ბალოტელიმ "სიტის” ვარჯიშზე დაიგვიანა. მანჩინიმ ახალგაზრდა თავდამსხმელს უსაყვედურა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბალოტელიმ ვარჯიშზე სრულად დატვირთვა არ ისურვა, იტალიელმა სპეციალისტმა საწვრთნელი პროცესიდან დაითხოვა. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ზაფხულში, ბალოტელი "სიტიში” მილანის "ინტერიდან” გადავიდა. მან "ქალაქელთა” მაისურით 55 მატჩი ჩაატარა და 25 გოლის ავტორი გახდა.
| |
| |
| | |
|
christmas song |
|
|
Gilocaaaavt |
|
|
New Year |
|
|
ძებნა |
|
|
კალენდარი |
|
|
ჩანაწერების არქივი |
|
|
მინი-ჩეთი |
|
|
საიტის მეგობრები |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|