ბარსელონას ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ კატალონიური მხარე უეფაში საჩივარს შეიტანს.
ამის მიზეზი კი "სან სიროა". როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში მილანმა ბარსელონას უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.
გუშინ "ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონი" საშინელ მდგომარეობაში იყო. ფეხბურთელები მუდმივად სრიალდებოდნენ უნებლიედ. სწორედ ამის გამო აპირებს ბარსელონა საჩივრის შეტანას უეფაში.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ მატჩის შემდეგ თითოეულმა ბარსელონას წევრმა აღნიშნა მილანის სტადიონის ცუდი მდგომარეობა.
|