ლუის ენრიკე დოს სანტოსი, იგივე პეტი. ეს სახელი ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს ჯერ ვერაფერს ეუბნება, მაგრამ ბავშვი ისეთ სასწაულებს აკეთებს სამშობლოში, რომ არაა გამორიცხული, რამდენიმე წლის შემდეგ მისგან ფანტასტიკური ფეხბურთელი დადგეს. პეტი 13 წლისაა და მადრიდის "რეალის” სკაუტებმა უკვე მიაგნეს. უფრო სწორად, ყველას დაასწრეს, თორემ მისი თამაშის შემხედვარე, "მიაგნეს” უხერხული სიტყვაა... თავიდან "ბეტისის” სკაუტებმა ნახეს პეტი, თუმცა ბავშვის ოჯახის ესპანეთში ჩაყვანაზე ყოყმანი დაიწყეს და "რეალიც” მაშინვე შეუდგა საქმეს. "სამეფო კლუბი” პეტის მშობლებს მადრიდში ბინას შეჰპირდა. ეს globoesporte-ს ინფორმაციაა. მადრიდში კი უკვე დაიწყეს საუბარი, "ბრაზილიელი მესი” ვიპოვეთო და ვიდეორგოლს რომ შევხედავთ, დავრწმუნდებით – უზომოდ დიდი ტალანტია.
შაბათს შუადღისით კატალონიის "ბარსელონამ" ბოლო ვარჯიში გამართა ხიხონის "სპორტინგთან" დაპირისპირებამდე. ვარჯიშზე ზუსტად იგივე ფეხბურთელები დაესწრნენ, რომლებიც გუნდთან ერთად იყვნენ პარასკევსაც. 15 ძირითადი გუნდის ფეხბურთელს რეზერვიდან კრისტიან ტელიო, მარკ მუნიესა, სერხი რობერტო და ჯონათან დოს სანტოსი დაემატნენ. ტიაგო ალკანტარა, რომელსაც მარჯვენა ფეხში ტკივილები აწუხებს, იქვე სტადიონის ნაპირას თავისთვის ვარჯიშობდა.
დღევანდელ ვარჯიშს დაესწრო ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის მილა. მილა 1988 წლიდან 1990 წლის ჩათვლით "ბარსელონაში" თამაშობდა. მანამდე იგი სარეზერვო გუნდებში გამოდიოდა.
როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელი მატჩისთვის "ბარსას" დანაკლისი დიდია. ლიონელ მესი და სერხიო ბუსკეტსი დისკვალიფიცერბულნი არიან, თუმცა ამ უკანასკნელმა მაინც ივარჯიშა გუნდთან ერთად. რაც შეეხებათ დავიდ
... კითხვის გაგრძელება »
...ვენესუელაში ყველა ამაზე საუბრობს. მატიას ლაკავა ჯერ მხოლოდ 9 წლისაა და უკვე "აიძულა" ხალხს მისთვის ზედმეტი სახელი მოეფიქრებინათ, რომელიც ასე ჟღერს: ვენესუელელი მესი! იგი ნამდვილად ბრწყინვალე ბავშვია და დიდი მომავალი აქვს.
ლაკავა ტექნიკით სავსე ფეხბურთელია. იგი, ისევე როგორც მესი, ვერ დაიკვეხნის სიმაღლით, მაგრამ აშკარაა, რომ უნიჭიერესი ბავშვია. ლეოს უკვე ადარებენ, მაგრამ პირიქით, ახლა უფრო საჭიროა მძიმე შრომა და მისი ოცნებაც ახდება.
ჯერ–ჯერობით არავის მოსურვებია მისი შეძენა, თუმცა ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ უკვე რამდენიმე დღეში ერთი ამბავი ატყდება და გრანდებიც ყველაფერს იზამენ ლაკავას შესაძენად. როგორც ვიდეოდან ჩანს, მას იტალიური "მილანის" სპორტულები აცვია, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგეს, რომელი ჭკუათმყოფელი ბავშვი იტყვის "ბარსელონაში" თამაშზე უარს? :)
ხოსეპ გვარდიოლამ ლიონელ მესის დამატებით 3 თავისუფალი დღე მისცა. ამით ძალიან კარგად სარგებლობს არგენტინელი ფეხბურთელი. ამ სეზონში იგი კვლავ ბრწყინვალეა და უკვე არც მეტი არც ნაკლები, 42 გოლი დაუგროვდა.
ეს სურათი მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელმა კასტელდეფელსის სანაპიროზე მდებარე პატარა რესტორანში გადაიღო, როდესაც იქ სასადილოდ იყო შესული. როგორც ჩანს, ფოტოგრაფი მისი და, მარია სოლია, რომელმაც შემდეგ ფოტო საკუთარ "ტვიტერზე" ატვირთა.
"მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელ მარიო ბალოტელის გარშემო სკანდალები არ წყდება. ამჯერად, პაპარაცებმა 21 წლის იტალიელი ერთ-ერთ სტრიპტიზ-კლუბში გამოიჭირეს. ბალოტელი დაწესებულებას ხუთშაბათ საღამოს ეწვია და იქ დილის 3 საათამდე დარჩა. გარშემომყეფებმა ზუსტად არ იციან, მიიღო თუ არა თავდამსხმელმა ალკოჰოლი. ჯერჯერობით, "მანჩესტერ სიტის” წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
უნგრული რეაკ-ის (I ლიგა) გენერალურმა დირექტორმა რობერტ კუტაშიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. Kisafold.hu-ს ცნობით, 48 წლის კუტაში მრავალსართულიანი სახლის სახურავიდან გადახტა. როგორც გაირკვა, რობერტს გასულ კვირაში უთქვამს უნგრული პრესისთვის, რომ მის სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს. და რატომ? ყველაფრის თავი და თავი უნგრეთში გარიგებულ მატჩებზე ატეხილი სკანდალია, რომელშიც რეაკ-ის რამდენიმე ფეხბურთელია ეჭვმიტანილი. მიუხედავად ამისა, თავად კუტაშის მიმართ პოლიციას არავითარი ბრალდება არ წაუყენებია. ამასთან, კუტაში უნგრულ ფეხბურთში ანტიკორუფციული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ, კუტაშიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
იტალიური "მილანის" ვიცე–პრეზიდენტს, ადრიანო გალიანის სჯერა, რომ მის გუნდს ძალუძს ბრაზილიელი ტიაგო სილვას შენარჩუნება, რომელსაც უკვე ძალიან დიდი ხანია აკვირდება კატალონიის "ბარსელონა". სილვას ესპანურ "ლა ლიგაში" გადაბარგებაზე ბევრი ითქვა და ბევრიც დაიწერა, თუმცა საქმე ჯერ არ კეთდება; "ლურჯ–ბროწეულისფერებს" ოფიციალური წინადადებით კვლავაც არ მიუმართავთ.
"ტიაგო სილვას "მილანთან" გრძელი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. წესით, ის ჩვენთან უნდა დარჩეს 2016 წლამდე. სწორედ ამიტომ ნამდვილად არ მგონია, რომ კატალონიის "ბარსელონა" მის "გატაცებას" შეძლებს. იგი ნამდვილად ბრწყინვალე ფეხბურთელია და ჩვენს გუნდში უდიდეს როლს ასრულებს." –განაცხადა გალიანიმ.
როგორც მოგეხსენებათ, არც ისე დიდი ხნის წინ, თავად ბრაზილიელმა მცველმაც თქვა, რომ ჯერ–ჯერობით არ აპირებს "ბარსაში" წასვლას, რადგან "მილანში" ბედნიერია. დიდი შანსია, რომ იგი იქ კოტრაქტის ამოწურვამდე დარჩ
... კითხვის გაგრძელება »
კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა პედრო როდრიგესმა, რომელმაც გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაინც უკმაყოფილოა და ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ სხვაგან წავიდეს. როგორც მოგეხსენებათ, 24 წლის ესპანელი თავდამსხმელის კონტრაქტი "ბარსასთან" 2016 წლამდე გრძელდება, თუმცა ესპანური პრესის თქმით იგი უკმაყოფილოა ისააკ კუენკას და კრისტიან ტელიოს ძირითად შემადგენლობაში ხშირ–ხშირი დაყენებით და სწორედ ესაა მისი წასვლის მიზეზი.
ასევე ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ შესაძლოა როდრიგესი ინგლისის "პრემიერ ლიგაში" ვიხილოთ. მისით უკვე არის რამდენიმე გრანდი დაინტერესებული და თავად ფეხბურთელისთვისაც ისეთ ჩემპიონატში გამოსვლა, როგორიც "პრემიერ ლიგა" გახლავთ უდიდესი გამოწვევა იქნება.
პედროსთვის ეს სეზონი მაინც და მაინც კარგად ვერ დაიწყო. მას ხშირად აწუხებს ტრავმა და მისი ყოველთვის არ თამაშის მთავარი მიზეზიც სწორედ ესაა. რაც შეეხებათ კუენკას და ტელიოს, როცა გუნდ
... კითხვის გაგრძელება »
დღეს "ბარსელონას" "სპორტინგთან" მატჩში ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება. ესენი არიან ერიკ აბიდალი, სერხიო ბუსკეტსი და ლიონელ მესი. ახლა კი გთავაზობთ ალტერნატივებს, რომლებიც პეპ გვარდიოლას გააჩნია ამ ფეხბურთელების ჩასანაცვლებლად.
სერხიო ბუსკეტსი და ლიონელ მესი დისკვალიფიცირებულები არიან, ხოლო ფრანგ მცველს ტრავმა აწუხებს. "ბარსამ" ამ სეზონში უკვე მოასწრო რამდენიმე მატჩის ჩატარება ზემოთხსენებული ფეხბურთელების გარეშე. კატალონიურ კლუბს არგენტინელის გარეშე 6 მატჩი აქვს ჩატარებული, ბუსკეტსის გარეშე კი 14, ხოლო ერიკ აბიდალს 9 მატჩი აქვს გაცდენილი. ქვევით ჩამოთვლილია ფეხბურთელები, რომლებიც ამ მატჩებში ლეოს, სერხიოს და ერიკის შემცვლელები იყვნენ.
”ბარსას” მწვრთნელმა, რომელიც ერთ დროს კლემენტეს მოსწავლე იყო განაცხადა, რომ ხავიერის გუნდები არიან ”აგრესიულები, მიმართულები და აქვთ ხასიათი”.
”ნოუ კამპზე” შაბათს გასამართი თამაში უჩვეულო იქნება. მესის, ბუსკეტსის და აბიდალის გარეშე ”ბარსელონა” დაუპირისპირდება ხიხონის ”სპორტინგს”, რომლის სათავეშიც ხავიერ კლემენტეა: ”მისი გუნდების დამარცხება რთულია. ისინი აგრესიულები არიან, მიზანმიმართულები და აქვთ ხასიათი”. მოგვიანებით ”ბარსას” თავკაცმა აღნიშნა, რომ არ ელოდება ფიზიკურ მატჩს: ”ესპანეთის ნაკრებში მას არასდროს მოუთხოვია ფიზიკურად მეტოქის დაჩაგვრა”.
სტილი, რომელსაც ვერ გამოვიყენებთ
დღევანდელი შეხვედრა 2 განსხვავებული თამაშის სტილით გაიმართება. ”ბარსელონასთვის” მახასიათებელი ბურთის ფლობა და კონტროლია, ხოლო ასტურიელები სწრაფ შეტევებზე გადასვლას შეეცდებიან: ”ვიცი, რომ კლემენტეს თამაში უყვარს. მას ნაკლები გადაა
... კითხვის გაგრძელება »
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა და ნაკლებად წარმატებულმა მწვრთნელმა, დიეგო მარადონამ თავის სიძეზე ისაუბრა და მან სურვილი გამოთქვა იმისა, რომ აგუერო "რეალში" გადავიდეს.
"მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ სერხიო მადრიდის "რეალში" უნდა გადავიდეს. ეს ის ფეხბურთელია, რომელიც "სამეფო" კლუბს სჭირდება. რასაკვირველია, თუ უნდა აგუეროს თავის კარიერაში პიკს მიაღწიოს, მაშინ "თეთრი" მაისურის მორგება მოუწევს".
"მანჩესტერული კლუბი საკმაოდ ძლიერია, მაგრამ "მერენთა" ისტორიული და ახლანდელი სიძლიერე გაცილებით უკეთესია. აგუეროს მართლაც ძალიან კარგი თვისებები აქვს და შეუძლია ნებისმიერი მოთამაშე დაჩრდილოს. რეალურად მისი შეჩერება მცველებისთვის ძალიან რთულია, რაზეც "პრემიერ ლიგაში" მისი ასპარეზი მიგვითითებს".
აქვე გეტყვით, რომ სანამ არგენტინელი "სიტიში" გადავიდოდა, მანამდეც სურდა დიეგოს მისი "სამეფო" კლუბში ხილვა. ზემოთ ხსენებული მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონს უტოლდება, თუმცა შესაძლო
... კითხვის გაგრძელება »
მადრიდის "რეალი" მორიგი პირადი რეკორდის დასამყარებლად ემზადება...
უკვე ყველა მივეჩვიეთ იმას, რომ მადრიდისტები თითქმის ყოველ ტურში რაღაც რეკორდს ამყარებენ. ამჟამად "მერენგები" მორიგის ზღვარზე არიან. როგორც იცით, ბოლოს მადრიდის "რეალმა" გოლი "რასინგთან" შეხვედრაში ვერ გაიტანა. მას შემდეგ ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა 19 შეხვედრა ჩაატარეს და ყველა მათგანში მოახერხეს მეტოქის კარის დალაშქვრა. ცხადია, საუბარი "ლა ლიგაზეა". ამ 19 შეხვედრიდან მადრიდისტებმა 18-ში გამარჯვება მოახერხეს, ხოლო ერთადერთხელ დამარცხდნენ "ბარსელონასთან", თუმცა იმ შეხევდრაშიც აიღეს მეტოქის კარი.
აქამდე კლუბის რეკორდი ვინსენტე დელ ბოსკეს დამოძღვრილ "გალაქტიკოსს" ეკუთვნის. იმ დროინდელმა "რეალმა" ზედიზედ 27 "ლა ლიგის" მატჩში აიღეს მეტოქეთა კარი. ჟოზე მოურინიოს ფორმაციის გუნდს რეკორდი გასაუმჯობესებლად რეალური შანსები აქვს, რამეთუ წინ ისეთი შეხვედრებია, რომელშიც "რეალს" აშ
... კითხვის გაგრძელება »
იტალიურ პრესაში გამუდმებით იწერება, "იუვენტუსის" არგენტინულ ინტერესზე.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინელები დიდი ძალისხმევით შეეცდებიან იგუაინის გადაბირებას.ჟურნალისტის აზრით, პიპიტას მადრიდული კარიერის დასრულების შანსები არცთუ ისე პატარაა.სამხრეთ ამერიკელი ბენზემას ჩრდილში მოექცა, ის ძველებური სიხშირით ვეღარ ხდება სასტარტო შემადგენლობაში და შესაძლებელია ამ მიზეზმა გონსალო "რეალიდან" წასვლაზე დააფიქროს.
აღსანიშნავია, რომ თავად ფეხბურთელი თავის ინტერვიუებში, კლუბის შეცვლას არც კი განიხილავს.შესაბამისად, რაც არ უნდა იწერებოდეს "აპენინებზე" დიდი მნიშვნელობა არ ექნება ამას, თუმცა ფაქტია, რომ "ბებერი ქალბატონის" რჩეულია პიპა.
Daily Star-ის ინფორმაციით, ესპანური ფეხბურთის გრანდები, "რეალი" და "ბარსელონა," დანიელ სტარიჯით დაინტერესდნენ.
22 წლის ინგლისელი განაპირა ნახევამრცველი, უკმაყოფილია თავისი ამჟამინდელი ყოფით "ჩელსიში" და გუნდიდან წასვლაზე ფიქრობს.ფეხბურთელით რამდენიმე ადგილობრივი კლუბიც იჩენს ინტერესს, თუმცა სატრანსფერო ფანჯარაზე პირინელეების აქტიურობას ვარაუდობენ.
მიმდინარე სეზონში სტარიჯმა 20 თამაში გამართა პრემიერ ლიგაზე და 9 გოლიც გაიტანა.აღსანიშნავია, რომ ვილაშ-ბოაში ახალაგზრდა მოთამაშეს დიდად არ ენდობა.დანიელს ზაფხულში ეწურება კონტრაქტი "არისტოკრატებთან."
ESPN-ის ცნობით, "ლივერპულის” ექსთავკაცი რაფაელ ბენიტესი დათანხმდა, ანდრე ვილაშ ბოაშის ადგილი დაიკავოს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ტურში "ჩელსიმ” "ბოლტონს” იოლად სძლია, "ლურჯების” ბანაკში სიტუაცია მაინც კრიტიკულია. უკვე ბევრი საფეხბურთო ექსპერტი წერს, რომ ახალგაზრდა პორტუგალიელს არ ჰყოფნის არც გამოცდილება და არც ავტორიტეტი, რათა კრიზისში ჩაფლულ გუნდს უწამლოს.
კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი კი ჯერ კიდევ ყოყმანობს, გადადგას თუ არა კიდევ ერთი რადიკალური ნაბიჯი და გაუშვას თუ არა გუნდიდან სპეციალისტი, რომელსაც რამდენიმე ავტორიტეტულ ფეხბურთელთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. მით უფრო, ისეთ ფიგურასთან, როგორიც ფრენკ ლემპარდია.
ახლახან თქვა მწვრთნელმა შეგირდზე, ფრენკს ყველაფერში რატომ უნდა ვუგებდე, ჩემი ცოლი კი არ არისო.
"ჩელსის” ვიცე-კაპიტანი კარიერის განმავლობაში არასოდეს ყოფილა შემჩნეული მწვრთნელებისადმი დაუმორჩილებ
... კითხვის გაგრძელება »
ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედი" "პსჟ"-ს ახალგაზრდა ვარსკვლავით ხავიერ პასტორეთი დაინტერესდა.
"წითლების" მმართველებს ზაფხულში არგენტინელის შეძენა აქვთ განზრახული , შეგახსენებთ რომ პასტორეს სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს და "პსჟსთან" კონტრაქტი 2016 წელს უმთავრდება.
მიმდინარე სეზონში პასტორემ "პსჟ"-ს მაისურით 25 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. ასევე მან მიითვალა 4 საგოლე გადაცემა.
The Daily Mail-ის ცნობით, სერ ალექს ფერგიუსონი ფრენკ ლამპარდის ტრანსფერს განიხილავს.როგორც თვითონ ფეხბურთელი წერს, არ არის გამორიცხული მისი გადასვლა "ოლდ ტრაფორდზე". ეს მართლაც შესაძლებელია, რადგან 33 წლის ნახევარმცველი 140.000 ფუნტ სტერლინგს ითხოვს კვირაში.გლეიზერების ოჯახს კი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება სრულად შეუძლიათ. ასე რომ, "იუნაიტედს" მოუწევს დაარწმუნოს ლონდონური კლუბი, რომ ლამპარდი მათ უშუალო კონკურენტ კლუბში გაუშვან.ფერგიუსონი მიიჩნევს, რომ ლამპარდი არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ შეავსოს გუნდის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და სიამოვნებით მოისმენდა ამ კვირაში, რომ "ვესთ ჰემის" ყოფილი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა.
ნგლისური გრანდები "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "არსენალი" ყურადღებით ადევნებენ თვალს ისააკ კუენკას განვითარებას. მოქმედი კონტრაქტი 20 წლის თავდამსხმელს "ბარსასთან" შემდეგი წლის ივნისში უმთავრდება , მაგრამ ჯერჯერობით კატალონიელების მიერ შეთავაზებულ კონტრაქტს კუენკა არ თანხმდება. იმის მიუხედავათ თუ კუენკა კონტრაქტს არ გაახანგძლივებს , მას უკვე ექნება შესაძლებლობა სხვა გუნდებთან აწარმოოს მოლაპარაკებები.
იტალიური ჟურნალი Calciomercato.it - ის ცნობით ფერგი დაინტერესებულია ახალი იტალიელი ვუნდერკინდით , რომელსაც იტალიელ "ვარსკვლავს" უწოდებენ.
ეს იტალიელი ვუნდერკინდი კი "ფიორენტინას" აღზრდილია და პიერე ლენტი ქვია. ის სულ რაღაც 10 წლისაა და ფერგიზე დიდი შტაბეჭდილება დატოვა.
ახალგაზრდა ფეხბურთელს არაჩვეულებრივი მოედნის ხედვა აქვს და არარეალური ბურთის კონტროლი , მისი მშობლები და მწვრთნელი ამბობს , რომ მან ამდენი ტენისის ბურთით ისწავლა.
ალბათ უკვე ამ ზამთრისთვის ლენტი "მანჩესტერის" რიგებში ჩაირიცხება , თუ რათქმანდა ამას ფერგი მოინდომებს.
როგორც The People იუწყება, მადრიდის ''რეალი'' ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ფორვარდით დენი ველბეკითაა დაინტერესებული. 21 წლის ფეხბურთელზე პირადად მადრიდის მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ გამოთქვა სურვილი. ''სამეფო კლუბის'' სკაუტები თავდამსხმელზე უკვე დეკემბერში და იანვარში გამოთქვეს სურვილი, მაგრამ არანაირი კონტრაქტი არ განხორციელდა. გავითვალისწინოთ, ის რომ დენის კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულში ეწურება, დენი ითხოვს ახალ კონტრაქტს სადაც ის 15 ათასის მაგივრად, 65 ათას მიიღებს. მაგრამ ''იუნაიტედის'' ხელმძღვანელობა არ აპირებს ასეთი ნაბიჯის გადადგმას. შეგახსენებთ, რომ ველბეკმა ამ სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და აქედან 5 გოლის გატანა მოახერხა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი, "მადრიდის რეალის" ფეხბურთელს სამი ხედირას აკვირდება. ფერგი ფიქრობს, რომ გუნდში არაა ისეთი ფეხბურთელი რომელსაც იმდენი ცოდნა გაქ ცენტრიდან დაცვით ფუნქციებში (ჩამშლელად), როგორს ხედირას. გერმანელი, ეროვნულ ნაკრებში მთავარ მოთამაშედ მიიჩნევა, მაგრამ გუნდში წინა სეზონთან განსხვავებით ეს ასე არაა. ის ისე ხშირად აღარ ხვდება სასტარტო შემადგენლობაში. ამ ფეხბურთელისთვის ასევე "ჩელსი" აპირებს ბრძოლას, რადგან მათ მაიკლ ესიენი დიდი ხნით დაკარგეს ტრავმის გამო.
ესპანური გამოცემა "El Economista"-ს ცნობით, 2012 წლის სატრანსფერო ბაზრისას, მადრიდის "რეალის" მთავარი სამიზნე "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი, უეინ რუნი იქნება.
"გალაქტიკოსის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მზადაა ყველა ღონე იხმაროს 2012 წლისათვის რუნის შესაძენად.
"მე და ჟოზე მაურინიო ახლა ამ მიმართულებით ვმუშაობთ. არ არის საიდუმლო, რომ ჟოზე უეინის ნიჭის თაყვანისმცემელია და ჩვენ მისი ნახვა მადრიდში გვსურს!"-განაცხადა პერესმა.
გავიხსენოთ, რომ ერთხელ უკვე მოახერხა "სამეფო კლუბმა" "იუნაიტედის" ლიდერის შეძენა. საუბარია კრიშტიანუ რონალდუზე.
საფეხბურთო გამოცემა soccerticketsonline.com-ის ინფორმაციით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ნაკრების მომავალი თავკაცის ვაკანსიაზე, სხვა მწვრთნელებთან ერთად, ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას ვარიანტებსაც განიხილავს. ფაბიო კაპელოს წასვლის შემდეგ, ინგლისის ნაკრების მწვრთნელობის უმთავრეს კანდიდატად "ტოტენჰემის” თავკაცი ჰარი რედნაპი განიხილებოდა, თუმცა, ეტყობა, ინგლისური ფეხბურთის ბოსებმა სხვა სპეციალისტებისკენაც გაიხედეს. შეგახსენებთ, რომ ინგლისელთა ეროვნული გუნდის მწვრთნელობის მოვალეობას ამ დროისთვის სტიუარტ პირსი ასრულებს.
პოლონური წარმოშობის გერმანელი ფორვარდი ლუკაშ პოდოლსკი "კიოლნს” რომ ტოვებს, უკვე გადაწყვეტილი ამბავია. თავად ფეხბურთელის განცხადებით, მას ახლანდელ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გადავა პოდოლსკი. რამდენიმე დღის წინ, მისი გადაბირების უმთავრეს მსურველად ლონდონის "არსენალი” სახელდებოდა, თუმცა ახლა ცნობილი ხდება, რომ "მეთოფეები” ლუკაშის სანაცვლოდ მხოლოდ 10 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ, ხოლო "კიოლნი” ფეხბურთელში ოც მილიონს ითხოვს. მიუხედავად ამისა, პოდოლსკის აგენტი იტყობინება, რომ მისი კლიენტი 90%-ით უკვე "არსენალის” წევრია და დიდი შანსია, გუნდები ფეხბურთელის საშუალო ფასზე შეთანხმდნენ. შეგახსენებთ, რომ 26 წლის პოდოლსკი "კიოლნში” 2009 წლიდან გამოდის და ამ დროის განმავლობაში, 77 მატჩში 30 გოლი გაიტანა. გერმანიის ნაკრებში ჩატარებულ 95 მატჩში კი, პოდოლსკი 43 გოლით გამოირჩა
მიუნხენის "ბაიერნის” ჰოლანდიელი შემტევის, არიენ რობენის განცხადებით, იგი კლუბის გამოცვლაზე ფიქრობს და სასურველ ვარიანტებს განიხილავს. 28 წლის ჰოლანდიელს მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა, ეტყობა, რობენი კლუბის გამოცვლას არც მანამდე გამორიცხავს. "ახლა გერმანიაში ყველაფერი იდეალურად არაა. თანდათან ნაკლებად მომწონს აქ ყოფნა. გაისად კონტრაქტი მიმთავრდება და სასურველ ვარიანტებს უკვე განვიხილავ”, - განაცხადა რობენმა. შეგახსენებთ, რომ "ბაიერნის” ბოსებმა რობენს ახალი კონტრაქტი უკვე რამდენჯერმე შესთავაზეს, თუმცა უშედეგოდ.
ლონდონის "ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, პორტუგალიელი ანდრე ვილაშ-ბოაში იმედოვნებს, რომ მისი გუნდი "პორტუს” შემტევის - ჰალკის გადაბირებას შეძლებს. ვილაშ-ბოაშის აზრით, ჰალკი "ჩელსის” ტაქტიკურ სქემას აუცილებლად მოერგება. "ჰალკი "ჩელსის” შეეფერება როგორც ხასიათით, ისევე ტაქტიკურად და ტექნიკურადაც. რა თქმა უნდა, პრემიერლიგაში წარმატების მიღწევა ყველას არ შეუძლია, მაგრამ ჰალკი ასე არ იქნება. ის ჩვენი გუნდის გაძლიერებას შეძლებს. გარდა ამისა, სხვა ფეხბურთელებსაც ვაკვირდებით”, - განაცხადა ვილაშ-ბოაშმა. შეგახსენებთ, რომ "ჩელსიში” გადასვლამდე, ვილაშ-ბოაში "პორტუს”თავკაცი იყო, სადაც ჰალკთანაც მოუწია მუშაობა.
მიმდინარე სეზონში, "მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი ნემანია ვიდიჩი მოედანზე გასვლას ვეღარ შეძლებს. Goal.com-ის ცნობით, სერბის აღდგენითი პროცესი შენელებული ტემპით მიმდინარეობს და კლუბის ექიმებს გარისკვა არ სურთ. როგორც კლუბის სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები აცხადებენ, მცველის გამოჯანმრთელების პროცესი მოსალოდნელზე სამი კვირით უკანაა, რაც სერიოზული ჩამორჩენაა. ექიმები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ვიდიჩმა ახალი სეზონი სრულ მზადყოფნაში დაიწყოს. შეგახსენებთ, რომ 30 წლის სერბს მუხლის ჯვარედინი მყესები 7 დეკემბერს გაუწყდა და მას შემდეგ, იძულებულია, "მანჩესტერის” თამაშს თვალი მხოლოდ ტრიბუნიდან ადევნოს...
ლონდონის "არსენალის” ტრავმირებული ნახევარმცველი აარონ რემზი თავის გუნდს "ლივერპულთან” და "მილანთან” უმნიშვნელოვანეს მატჩებში ვერ დაეხმარება. Sky Sports-ის ცნობით, 23 წლის უელსელი "სანდერლენდთან” ინგლისის თასის დაპირისპირებაში (0:2) მიღებულ დაზიანებას მკურნალობს და როგორც ექიმები ამბობენ, მისი მინდორზე დაბრუნება ნაადრევია. "რემზისთვის მოედანზე გასვლა ადრეა. იგი "ლივერპულთან” და "მილანთან” შეხვედრებში ვერ დაგვეხმარება”, - ადასტურებს ექიმთა ნათქვამს "მეთოფეთა” თავკაცი არსენ ვენგერი. შეგახსენებთ, რომ ლონდონელები მერსისაიდელებს შაბათს დაუპირისპირდებიან,სამშაბათს კი, მილანელებს უმასპინძლებენ.
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა უკრაინის პირველი ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა უჟგოროდის "გოვერლა-ზაკარპატიამ”, სადაც ლაშა ჯაკობია გამოდის, ამხანაგურ შეხვედრაში ვორონეჟის "ფაკელი” 1:0 დაამარცხა. რუსეთის პირველი წარმომადგენლის წინააღმდეგ ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში არ იყო და მინდორზე 57-ე წუთზე გამოჩნდა. ორიოდე დღის წინ, უკრაინელებმა ირანის თებრიზის "საზს” 2:1 მოუგეს. ამჯერად, ჯაკობია სასტარტოში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ანხელ დი მარიას გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა მადრიდში უნდათ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს მწვანე მინდორს შემტევი ნახევარმცველი.
El Pais-ის ცნობით, სამხრეთ ამერიკელს ტრავმის სრულად მოშუშებაში, პორტუგალიელი სახალხო მკურნალი, უდუარდუ ბრაგი დაეხმარება.ეს უკანასკნელი მოურინიოსთან დაახლოვებული პირი ყოფილა.აღსანიშნავია, რომ მოუს თანამემამულე არატრადიციული მედიცინის მიმდევარია.ის მკურნალობის პროცესში ბალახებსა და სხვა საშუალებებს ანიჭებს უპირატესობას.
ნიშანდობლივია, რომ ბრაგის საკმაოდ დაფასებულია სამშობლოში.მასთან ძალიან ბევრი ადამიანი მიდის და უკან გახარებული ბრუნდება.პაციენტები მას მოიხსენიებენ, როგორც "ოქროს ხელების" პატრონს.
ცოტა ხნის წინ გავრცლედა ინფორმაცია, რომ თითქოს "პსჟ"-ს სურს ფრანგი თავდამსხმელი...
სულ ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია ფრანგულ საიტებზე, რომ "პსჟ"-ს სურს ფრანგი თავდამსხმელი. გუნდის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ განაცხადა, რომ მის გუნდს გაძლიერება ესაჭიროება თავდამსხმელით. ბრაზილიელი ექსპერტის თქმით ბენზემა "რეალში" საუკეთესოა და მას ყველა მონაცემი აქ იმისა, რომ უმაღლესი დონის ფორვარდი გახდეს. მან ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ჩვენ გვსურს მისი ხილვა გუნდში, მაგრამ ბენზემას გადმოყვანა იოლი საქმე არ იქნება. მას შეუძლია "პსჟ"-ს თან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს ამაში კი ჩვენ ყველანაირად მივეხმარებით."
ალექსის სანჩესი ბოლო ფეხბურთელია, რომელიც გუნდს სანაკრებო შეხვედრების შემდეგ დაუბრუნდა. ჩილელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. გვარდიოლას განკარგულებაში პირველი გუნდის 15 და ”ბარსა ბ”-ს 4 ფეხბურთელი იყო.
ალექსის სანჩესი დაუბრუნდა გუნდს მას შემდეგ, რაც მისმა ეროვნულმა ნაკრებმა ფილადელფიაში, განის ნაკრების წინაარმდეგ გამართა ამხანაგური შეხვედრა. ფეხბურთელი შეუერთდა თანაგუნდელებს ”სიუტატ ესპორტივას” პირველ სავარჯიშო მოედანზე, სადაც გუნდი ხიხონის ”სპორტინგთან” გასამართი მატჩისთვის ემზადება.
გვარდიოლა ხვალინდელ შეხვედრაში ბუსკეტსის და მესის გარეშე იქნება. ასევე ტრავმირებული აბიდალი გამოტოვებს შეხვედრას. ტიაგო, რომელსაც ტკივილი აწუხებს საეჭვოა. გვარდიოლამ დღევანდელ ვარჯიშზე 4 ახალგაზრდა უხმო: მუნიესა და ტელიო, რომლებმაც გუშინაც გუნდთან ერთად ივარჯიშეს და ჯონათან დოს სანტოსს და სერხი რობერტოს.
კატალონიის "ბარსელონა" უკვე დიდი ხანია დაკვირვებებს აწარმოებს "ბილბაოს ატლეტიკის" ფეხბურთელ ფერნანდო ლორენტეზე. "ლურჯ–ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა ძალიან მონდომებულია პერსპექტიული თავდამსხმელის შეძენით.
როგორც ბოლო დღეებში გახდა ცნობილი, "ბლაუგრანას" გარდა ლორენტეს შესაძენად მზადაა ყველაფერი გაიღოს "მანჩესტერ სიტიმ", რომელსაც, როგორც მოგეხსენებათ, არც ფულიანი პრეზიდენტი აკლია და არც ვარსკვლავები. ინგლისიდან კიდევ ერთი გუნდია ფერნანდოს შეძენით დაინტერესებული და ეს "ტოტენჰემია". "მამლებს" კიდევ უფრო უნდათ გააძლიერონ თავდასხმის ხაზი და ესპანელი ფორვარდი ნამდვილად არ არის ცუდი ვარიანტი.
შეგახსენებთ, რომ ლორენტემ ამ სეზონში 12 გოლი გაიტანა. ასევე გეტყვით, რომ ბასკური გუნდიდან "ბარსელონა" ხავი მარტინესსაც აკვირდება და ფიქრობს მის შეძენაზე.