ესპანური გამოცემა "El Economista"-ს ცნობით, 2012 წლის სატრანსფერო ბაზრისას, მადრიდის "რეალის" მთავარი სამიზნე "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი, უეინ რუნი იქნება.
"გალაქტიკოსის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მზადაა ყველა ღონე იხმაროს 2012 წლისათვის რუნის შესაძენად.
"მე და ჟოზე მაურინიო ახლა ამ მიმართულებით ვმუშაობთ. არ არის საიდუმლო, რომ ჟოზე უეინის ნიჭის თაყვანისმცემელია და ჩვენ მისი ნახვა მადრიდში გვსურს!"-განაცხადა პერესმა.
გავიხსენოთ, რომ ერთხელ უკვე მოახერხა "სამეფო კლუბმა" "იუნაიტედის" ლიდერის შეძენა. საუბარია კრიშტიანუ რონალდუზე.