მიმდინარე სეზონში, "მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი ნემანია ვიდიჩი მოედანზე გასვლას ვეღარ შეძლებს. Goal.com-ის ცნობით, სერბის აღდგენითი პროცესი შენელებული ტემპით მიმდინარეობს და კლუბის ექიმებს გარისკვა არ სურთ. როგორც კლუბის სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები აცხადებენ, მცველის გამოჯანმრთელების პროცესი მოსალოდნელზე სამი კვირით უკანაა, რაც სერიოზული ჩამორჩენაა. ექიმები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ვიდიჩმა ახალი სეზონი სრულ მზადყოფნაში დაიწყოს. შეგახსენებთ, რომ 30 წლის სერბს მუხლის ჯვარედინი მყესები 7 დეკემბერს გაუწყდა და მას შემდეგ, იძულებულია, "მანჩესტერის” თამაშს თვალი მხოლოდ ტრიბუნიდან ადევნოს...
|