ალექსის სანჩესი ბოლო ფეხბურთელია, რომელიც გუნდს სანაკრებო შეხვედრების შემდეგ დაუბრუნდა. ჩილელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. გვარდიოლას განკარგულებაში პირველი გუნდის 15 და ”ბარსა ბ”-ს 4 ფეხბურთელი იყო.
ალექსის სანჩესი დაუბრუნდა გუნდს მას შემდეგ, რაც მისმა ეროვნულმა ნაკრებმა ფილადელფიაში, განის ნაკრების წინაარმდეგ გამართა ამხანაგური შეხვედრა. ფეხბურთელი შეუერთდა თანაგუნდელებს ”სიუტატ ესპორტივას” პირველ სავარჯიშო მოედანზე, სადაც გუნდი ხიხონის ”სპორტინგთან” გასამართი მატჩისთვის ემზადება.
გვარდიოლა ხვალინდელ შეხვედრაში ბუსკეტსის და მესის გარეშე იქნება. ასევე ტრავმირებული აბიდალი გამოტოვებს შეხვედრას. ტიაგო, რომელსაც ტკივილი აწუხებს საეჭვოა. გვარდიოლამ დღევანდელ ვარჯიშზე 4 ახალგაზრდა უხმო: მუნიესა და ტელიო, რომლებმაც გუშინაც გუნდთან ერთად ივარჯიშეს და ჯონათან დოს სანტოსს და სერხი რობერტოს.