როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი იუწყება, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა "მილანი" დატოვოს.
ჟურნალისტების თქმით შვედი გუნდს თუ ამ ზაფხულს შეიცვლის, მისთვის ერთადერთი ვარიანტი მადრიდის "რეალი" იქნება, უკვე ცნობილია რომ ჟოზე მოურინიო სერიოზულად ინტერესდება მისით. გარდა ამისა იბრაზე ინტერესს "სიტი" და "პსჟ" იჩენენ მაგრამ ისინი ჯერ ტოპ კლუბებად არ მოიაზრებიან, ამის გამო ნაკლებად სავარაუდოა იბრა მათ შეთავაზებას დათანხმდეს.
|