დიეგო არმანდო მარადონას შვილმა თავის მამას კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი ლიონელ მესი შეადარა. დიეგო არმანდო უმცროსის თქმით, ლეოს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უკლია მამამისამდე და იგი ვერასოდეს ვერ მიაღწევს მის დონემდე.
"მამაჩემი კვლავ ძალიან ბევრით წინ დგას ლიონელ მესიზე, რომელსაც ჯერაც არ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონატი. მესი კარგი ბომბარდირია, შესანაშნავად თამაშობს შეტევაში, თუმცა მას შემდეგ რაც მამაჩემმა ფეხბურთს თავი დაანება, ეს სპორტი შეიცვალა და უფრო სწრაფი გახდა. ამის გარდა, ლეო ისეთი ფენომენების გვერდით გამოდის, როგორებიც არიან ჩავი და ინიესტა. დარწმუნებული ვარ და შემიძლია თავი დავდო, რომ მამაჩემის მსგავსი მოთამაშე არასოდეს არ დაიბადება. მეორეს მხრივ, მესისნაირები 100 წელში ერთხელ იბადებიან, მაგრამ ჩემი მშობელი სულ სხვა იყო." –განაცხადა მარადონას შვილმა.
|