თბილისის "დინამოს" ვიცე–პრეზიდენტმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. მოგეხსენებათ პოლოლიკაშვილი კლუბში გასული წლის გაზაფხულზე მოვიდა და რამდენიმე თვის განმავლობაში გენერალური დირექტორი გახლდათ, კლუბში სანდრო შახოვის მოსვლის შემდეგ კი რომან ფიფიამ იგი ვიცე–პრეზიდენტად დანიშნა.
გლადიატორები მადლობას ვუხდით ბატონ ზურაბს იმ მხარდაჭერისთვის, რაც მან ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენდამი გამოიჩინა
|