ლონდონის "ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, პორტუგალიელი ანდრე ვილაშ-ბოაში იმედოვნებს, რომ მისი გუნდი "პორტუს” შემტევის - ჰალკის გადაბირებას შეძლებს. ვილაშ-ბოაშის აზრით, ჰალკი "ჩელსის” ტაქტიკურ სქემას აუცილებლად მოერგება. "ჰალკი "ჩელსის” შეეფერება როგორც ხასიათით, ისევე ტაქტიკურად და ტექნიკურადაც. რა თქმა უნდა, პრემიერლიგაში წარმატების მიღწევა ყველას არ შეუძლია, მაგრამ ჰალკი ასე არ იქნება. ის ჩვენი გუნდის გაძლიერებას შეძლებს. გარდა ამისა, სხვა ფეხბურთელებსაც ვაკვირდებით”, - განაცხადა ვილაშ-ბოაშმა. შეგახსენებთ, რომ "ჩელსიში” გადასვლამდე, ვილაშ-ბოაში "პორტუს”თავკაცი იყო, სადაც ჰალკთანაც მოუწია მუშაობა.
|