...ვენესუელაში ყველა ამაზე საუბრობს. მატიას ლაკავა ჯერ მხოლოდ 9 წლისაა და უკვე "აიძულა" ხალხს მისთვის ზედმეტი სახელი მოეფიქრებინათ, რომელიც ასე ჟღერს: ვენესუელელი მესი! იგი ნამდვილად ბრწყინვალე ბავშვია და დიდი მომავალი აქვს.
ლაკავა ტექნიკით სავსე ფეხბურთელია. იგი, ისევე როგორც მესი, ვერ დაიკვეხნის სიმაღლით, მაგრამ აშკარაა, რომ უნიჭიერესი ბავშვია. ლეოს უკვე ადარებენ, მაგრამ პირიქით, ახლა უფრო საჭიროა მძიმე შრომა და მისი ოცნებაც ახდება.
ჯერ–ჯერობით არავის მოსურვებია მისი შეძენა, თუმცა ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ უკვე რამდენიმე დღეში ერთი ამბავი ატყდება და გრანდებიც ყველაფერს იზამენ ლაკავას შესაძენად. როგორც ვიდეოდან ჩანს, მას იტალიური "მილანის" სპორტულები აცვია, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგეს, რომელი ჭკუათმყოფელი ბავშვი იტყვის "ბარსელონაში" თამაშზე უარს? :)