ლონდონის არსენალის ჰოლანდიელი თავდმასხმელი, რობინ ვან პერსი, შესაძლოა მიმიდინარე წლის ზაფხულში იტალიურ მილანში გადაბარგდეს.
ინგლისური პრესის ცნობით არის შანსი იმისა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ჰოლანდიელი მილანში აღმოჩნდეს. ვან პერსის ლონდონელებთან კონტრაქტი, 2013 წლის ზაფხულში ეწურება.
"მილანს სურს ვან პერსი? შესაძლებელია, ჩვენ საუბარი გვქონდეს ამის შესახებ," - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.
შეგახსენებთ, რომ ვან პერსიმ მიმდინარე სეზონში 32 გოლის გატანა შეძლო. ჰოლანდიელი არ აპირებს, რომ "მეთოფეებთან" ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი.
|