მადრიდის "რეალის" ყოფილმა არგენტინელმა გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ საქებარი სიტყვები არ დაიშურა კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდის, ლიონელ მესის მიმართ. იტყობინება ესპანური მედია.
ამას გარდა, ხორხემ პარალელი გაავლო მესისა და პერე-მარადონას შორის.
"ჩვენ გავაანალიზეთ მარადონას თამაში მას შემდეგ, რაც კარიერა დაასრულა. მესი მხოლოდ 24 წლისაა და ძალიან მარტივი კითხვა ისმევა, ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო? თუ მარადონასთან სხვაობაზე დავიწყებთ საუბარს, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ დიეგო გამოირჩეოდა დიდი არტისტული ნიჭითა და ექსტრა-ორდინალური სტილით. აქ საუბარია სილამაზეზე. მესი ძალიან ეფექტურია, აქვს აქამდე უხილავი ნიჭი და გამაოგნებელი სტაბილურობა. მისი თითოეული შეხება ბურთთან დიდ პრობლემებს უქმნის მეტოქეთა ფეხბურთელებს. თუ ასე განაგრძობს იგი ყველას აჯობებს, პელესაც კი". დაასრულა ხორხე ვალდანომ.