ლონდონის "ჩელსის” მეპატრონეს - რომან აბრამოვიჩს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხოსეპ გვარდიოლას მიწვევა და ოთხწლიანი კონტრაქტის შეთავაზება სურს. ბრიტანული ტაბლოიდის The Sun -ის ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში ესპანელი სპეციალისტი წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს, რაც 2 მილიონით მეტია, ვიდრე "ბარსელონას” თავკაცის პოსტზე იღებს. შეგახსენებთ, რომ "ჩელსის” დამრიგებლის სავარაუდო კანდიდატებად ბრიტანული პრესა ასევე საფრანგეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელ ლორან ბლანსა და "რეალის” თავკაც ჟოზე მოიურინიოს ასახელებს.
|