ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას დიდი ხანია სურს, შეიძინოს მსოფლიო დონის თავდამსხმელი, რომელიც გუნდში ალესანდრო დელ პიეროს ჩაანაცვლებს.
იტალიური პრესის ცნობით, ამ ზაფხულს ტურინელები ორი თავდამსხმელის - ლონდონის "არსენალიდან" რობინ ვარ პერსისა და "ლივერპულიდან" ლუის სუარესის გადაბირების შესაძლებლობას განიხილავენ; არჩევანს კი, სავარაუდოდ, უფრო პირველზე შეაჩერებენ.
|