ლონდონის "ჩელსის” ესპანელი თავდამსხმელის, ფერნანდო ტორესის აგენტი აცხადებს, რომ მისი კლიენტი "რომაში” გადასვლის წინააღმდეგი არაა. "რომში განხორციელებული ახალი ამერიკული პროექტის შესახებ ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ თუ ამ გუნდს ფერნანდოს შეძენა სურს, უპირველესად, "ჩელსის” უნდა დაუკავშირდეს. იტალიის ჩემპიონატი ძალიან ძლიერია, მაგრამ "რომასთან” ჯერ კონტაქტი არ გვქონია. ტორესს "ჩელსისთან” კონტრაქტი კიდევ 4 წლით აკავშირებს და ბოლო დროს, გუნდში მისი მდგომარეობა გამოსწორდა. ანდრე ვილაშ-ბოაში ტორესზე აქცენტს არ აკეთებდა, მაგრამ დი მატეომ ჩემს კლიენტს ნდობა გამოუცხადა. ფერნანდომ "ბენფიკასთან” შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და სალომონ კალუს საგოლე გადაცემაც გაუკეთა. რაც შეეხება ტორესის მომავალს, ყველაფერი უახლოეს თვეებში გაირკვევა” – აცხადებს ტორესის აგენტი.
|