მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" მეკარე მარკ–ანდრე ტერ შტეგენი, რომელსაც დიდი ხანია აკვირდება კატალონიის "ბარსელონა" და სერიოზულად ფიქრობს მის გადაბირებაზე, ძალიან გახარებულია "ბარსას" მისდამი დაკვირვებით და თუ "ლურჯ–ბროწეულისფერები" მას რაიმე სახის შეთავაზებას გაუკეთებენ, უარის თქმა ძალზედ რთული იქნება.
"ნამდვილად მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ამ სერიოზულ საუბრებს თუ ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევ. როდესაც იგებ, რომ შენით სერიოზულადაა დაინტერესებული ისეთი დიდი გუნდი, როგორიც "ბარსელონაა", ამას უყურადღებოდ ვერ დატოვებ. ჩემი აღტაცების მიუხედავად, ახლა მაინც მხოლოდ მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქრო. ვნახოთ რა იქნება მომავალში." –განცახადა ტერ შტეგენმა.
როგორც ფეხბურთელის კომენტარიდან გაიგეთ, "ბარსას" ხელმძღვანელობა მართლაც სერიოზულ დაკვირვებებს აწარმოებს მასზე და მიიჩნევს ვიქტორ ვალდესის შემცვლელად. ვნახოთ შედგება თუ არა ეს ტრანსფერი და თუ შედგა, რამდენად გაუმართლდებათ კატალონიელებს...