მთავარი » 2012»მარტი»3 » "სპორტინგთან" აბიდალის, ბუსკეტსის და მესის გარეშე
18:48
"სპორტინგთან" აბიდალის, ბუსკეტსის და მესის გარეშე
დღეს "ბარსელონას" "სპორტინგთან" მატჩში ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება. ესენი არიან ერიკ აბიდალი, სერხიო ბუსკეტსი და ლიონელ მესი. ახლა კი გთავაზობთ ალტერნატივებს, რომლებიც პეპ გვარდიოლას გააჩნია ამ ფეხბურთელების ჩასანაცვლებლად.
სერხიო ბუსკეტსი და ლიონელ მესი დისკვალიფიცირებულები არიან, ხოლო ფრანგ მცველს ტრავმა აწუხებს. "ბარსამ" ამ სეზონში უკვე მოასწრო რამდენიმე მატჩის ჩატარება ზემოთხსენებული ფეხბურთელების გარეშე. კატალონიურ კლუბს არგენტინელის გარეშე 6 მატჩი აქვს ჩატარებული, ბუსკეტსის გარეშე კი 14, ხოლო ერიკ აბიდალს 9 მატჩი აქვს გაცდენილი. ქვევით ჩამოთვლილია ფეხბურთელები, რომლებიც ამ მატჩებში ლეოს, სერხიოს და ერიკის შემცვლელები იყვნენ.