გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანჩესტერ სიტი სეზონის ბოლოს კრიშტიანუ რონალდუს შეძენას გეგმავს.
როგორც ვიცით, პორტუგალიელი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ნაყიდი ფეხბურთელია, მასში "ბლანკოსმა" 94 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა შესაძლებელია "ქალაქელებმა" დაჩრდილონ რეალის ეს ე.წ. მიღწევა, რადგანაც რონალდუსთვის 96 მილიონ ევროს ამზადებენ.
ამ ინფორმაციას goal.com–იც ადასტურებს, რომელმაც შემდეგი რამ დაწერა აღნიშნული ტრანსფერის შესახებ:
"მხარეები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და მოლაპარაკებებიც გაიმართა. რონალდუს ტრანსფერი სულაც არ ჩანს არარეალურად იმის გათვალისწინებით თუ რა პირობებს სთავაზობენ ქალაქელები ფეხბურთელს."
როგორც ცნობილი ხდება, სიტი აპირებს კარლოს ტევესის, ედინ ძეკოს, ნაიჯელ დე იონგის, ემანუელ ადებაიორის, უეინ ბრიჯისა და როკე სანტა კრუზის გაშვებას. სწორედ ამ ფეხბურთელების გაყიდვით აპირებენ "ქალაქელები" ზემოთხსენებული თანხის შოვნას.
|