როგორც Caught Offside იტყობინება, ”მანჩესტერ სიტის” საკუთარი რიგების გაძლიერება ”ბარსელონას” ნახევარმცველით ანდრეს ინიესტათი სურს და ფეხბურთელის სანაცვლოდ კატალონიელებს 35 მილიონ ფუნტ სტერლინგს სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ ინიესტას ”ბარსასთან” კონტრაქტს 2015 წლის ზაფხულში ეწურება ვადა. ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში, მშობლიური კლუბის მაისურით 49 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 9 გოლის გატანა შესძლო და 14 საგოლე გადაცემის შესრულება შესძლო.
|