ესპანური პრესის ცნობით, "ატლეტიკოს" კოლუმბიელი ფეხბურთელი, რადამელ ფალკაო საკმაოდ წარმატებულ სეზონს ატარებს მადრიდელთა რიგებში, რომელიც ევროპული კლუბების ყურადღების გარეშე არ დარჩენილა.
ევროპული კლუბებიდან, ერთ-ერთი ინგლისური "მანჩესტერ სიტია", რომლებიც დაინტერესებულნი არიან 26 წლის თავდამსხმელით. კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელის აგენტს, რომლებმაც ის ფასიც აცნობეს მას, რომელსაც აპირებენ ისინი კოლუმბიელში გადახდას. ქალაქელები ფალკაოს სანაცვლოდ "ატლეტიკოს" 50 მილიონ ევროს სთავაზობენ.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ფალკაომ 25 ჩატარებულ შეხვედრაში თავი 19-ჯერ გამოიჩინა. ასევე გეტყვით იმასაც, რომ იგი გასული წლის ზაფხულიდან შეუერთდა მადრიდელებს.
|