მადრიდის "რეალის” ნახევარმცველის – ესტებან გრანეროს გადაბირებით ინგლისის პრემიერლიგის კლუბები დაინტერესდნენ. ბრიტანული პრესის ცნობით, 24 წლის ესპანელისადმი ყველაზე დიდი ინტერესს ლონდონის "არსენალი” იჩენს. აღსანიშნავია, რომ ზაფხულში, გრანეროს სახელს "ლივერპულს”, "მალაგასა” და "სევილიას” უკავშირებდნენ. შეგახსენებთ, რომ ესპანელი "სამეფო კლუბის” პირველი გუნდის ღირსებას 2009 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე მადრიდელთა მაისურით ჩატარებული 84 მატჩი და 5 გოლია.