უნგრული რეაკ-ის (I ლიგა) გენერალურმა დირექტორმა რობერტ კუტაშიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. Kisafold.hu-ს ცნობით, 48 წლის კუტაში მრავალსართულიანი სახლის სახურავიდან გადახტა. როგორც გაირკვა, რობერტს გასულ კვირაში უთქვამს უნგრული პრესისთვის, რომ მის სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს. და რატომ? ყველაფრის თავი და თავი უნგრეთში გარიგებულ მატჩებზე ატეხილი სკანდალია, რომელშიც რეაკ-ის რამდენიმე ფეხბურთელია ეჭვმიტანილი. მიუხედავად ამისა, თავად კუტაშის მიმართ პოლიციას არავითარი ბრალდება არ წაუყენებია. ამასთან, კუტაში უნგრულ ფეხბურთში ანტიკორუფციული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ, კუტაშიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
|