რამოდენიმე წუთის წინ დასრულდა თბილისში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფურ ეტაპი. ქართველმა ახალგაზრდებმა, რომლებსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, უკრაინის ნაკრებთან პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ!. ეს ერთადერთი გოლი ალექსანდრე მზევაშვილმა ვანო წილოსანის ზუსტი პასის შემდეგ მეექვსე წუთზე გაიტანა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:
ადამია, კაკაბაძე, ჭანტურია, სამხარაძე, პაპუნაშვილი, წილოსანი (მესხი, 61), ახვლედიანი (დარციმელია, 41), ცინცაძე (აბურჯანია, 70), ჯიქია, მზევაშვილი, გურეშიძე.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი სლოვენიაში 4-16 მაისს გაიმართება.
|