როგორც მოგეხსენებათ კვირის დასაწყისში მასიმო მორატიმ ინტერის მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გაათავისუფლა და მის მაგივრად დროებით მთავარი მწვრთნელის პოსტი ანდრეა სტრამაჩონის ჩააბარა.
იტალიელმა სპეციალისტმა გუშინ პირველი პრესკონფერენცია გამართა ინტერის მთავარი მწვრთნელის რანგში.
ბალოტელის სიტი ზეგ სანდერლენდს პრემიერ ლიგის 31-ე ტურში დაუპირისპირდება და რა თქმა უნდა ქალაქელებს ახლა ქულები ჰაერივით ესაჭიროებათ.
მანჩინი გუნდს შეუსვენებლივ ავარჯიშებს და ფეხბურთელებიც ძალებს არ ზოგავენ, თუმცა ამ ურთულეს მომენტში საინტერესოა მარიო ბალოტელის პოზიცია.
იტალიელმა ფორვარდმა გუშინ ვარჯიში გააცდინა და მილანს ესტუმრა. მან პირველმა მიულოცა სტრამაჩონის ახალი თანამდებობა. ბალოტელი პირდაპირ შეიჭრა სან სიროზე და მოურიდებლად შეაბიჯა პრესკონფერენციის დაბრაზში.