მთავარი » 2012»მარტი»13 » როსელი: "...ეს ტყუილია, სირცხვილი და ნამდვილი ცილისწამება"
14:49
როსელი: "...ეს ტყუილია, სირცხვილი და ნამდვილი ცილისწამება"
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი, ძალიან გააბრაზა იმ ინფორმაციამ, რომელმაც მადრიდულმა ტელეარხმა გაავრცელა. სატელევიზიო არხმა "ტელემადრიდმა" ხალხში ისეთი ჭორი ააგორა, ვითომ ხოსეპ გვარდიოლასა და ჯერარდ პიკეს შორის ურთიერთობა მაქსიმალურად დაძაბულია ურთიერთობა და მცველის ადგილი პეპის სქემაში აღარ გამოინახება.
"ეს არის აბსოლუტური ტყუილი, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. ეს არის ნამდვილი ტყუილი და ცილისწამება. უბრალოდ სირცხვილია ასეთი ცნობილი ტელევიზია ასეთ რამეებს რომ ავრცელებს. მე რომ მადრიდში ვცხოვრობდე და იქ ვიხდიდე გადასახადებს, ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ნამდვილად დავფიქრდებოდი ამ საკითხის შესახებ." –ციტირებს როსელი სიტყვებს მადრიდული გამოცემა "ას–ი".
სანდრომ "ტელემადრიდს" ცნობილი ტელევიზია უწოდა და უნდა მოგახსენოთ, რომ ეს არხი 1989 წლის 2 მაისიდან არსებობს და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს (სულ თუ ასეთ ჭორებს ავრცელებენ "ქე" იქნება პოპულარული. ავტ.).