როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა დღეს კვირის რიგით მეორე სესია გამართეს და ვარჯიშის შემდეგ ერთად ისადილეს. ოფიციალური სადილი Puerta 57- ის სახელობის რესტორანში იმართებოდა, რომელსაც როგორც პირველი გუნდის ფეხბურთელები, ისე სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გარდა ამისა, "მერენგებს" თან ოფიციალური დირექტორი, ზინედინ ზიდანი ახლდათ.
ოფიციალურ სადილს კრიშტიანუ რონალდუ არ ესწრებოდა. თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ პორტუგალიელი ცუდად გრძნობდა თავს. შემდეგ კი დადგინდა, რომ "ლა ლიგის" საუკეთესო ბომბარდირს გრიპი აწუხებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ინფორმაცია მადრიდის "რეალის" ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა.
ამგვარად, ხვალინდელ ვარჯიშზე, რომელიც უკანასკნელი იქნება სევილიაში გამგზავრებამდე, რონალდუს ყოფნა ნაკლებად სავარაუდოა (ოფიციალური საიტი ამაზეც წერს). სამაგიეროდ, პორტუგალიელს თამაშის გამოტოვება არც ემუქრება. ყოველ შემთხვევაში, ამ ყველაფრის წინაპირობა არ არსებობს.
|