მადრიდის "რეალი" ოთხშაბათს მოსკოვის "ცსკას" დაუპირისპირდება. ვალდებებასის პრეს-ცენტრში გამართულ პრეს-კონფერენციაზე კი კრიშტიანო რონალდომ სილვიო ბერლუსკონის განცხადებას უპასუხა, "მილანი" - "ლეჩეს" შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კრიშტიანო მას "როსონერის" მაისურში ყოველ ღამე ესიზმრება.
"მეც ბევრი რამ მესიზმრება, მაგრამ არა ფეხბურთზე. ბერლუსკონის და მისი სიზმრების გაიგივება არარეალურია. ჯერ მე აქ ვარ და მომავალში რა მოხდება არ ვიცი. კარგად ვარ, მაგრამ იტალია მომწონს. იქ შეიძლება ისეთი გუნდი გავიდეს მოწინავე პოზიციაზე, რომელსაც მწირი ფინანსური შესაძლებლობები აქვს."
|