არცთუ ისე დიდი ხნის წინ, 27 წლის იუბილეზე, კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარ თავს მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა საკმაოდ ეფექტური ავტომობილი Lamborghini Aventador შეიძინა. გუშინ, პორტუგალიელმა ახალთახალი ავტომანქანა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია ავტო-ბაზარზე (350 000 ევრო), მადრიდის ქუჩებში სიერნობისას დააზიანა. დამტვრეული ავტომობილი ამწეს საშუალებით გადაიყვანეს, რაც პაპარაცებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ...
|