რამდენიმე დღის წინ "მილანის” პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ მადრიდის "რეალის” თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდუს გადაბირების სურვილი გამოთქვა, შემდეგ კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ დონ სილვიოს ამ სიტყვებს უბრალო ხუმრობა უწოდა. ბერლუსკონის წინადადება რონალდუს ყურამდეც მივიდა.
"მილანს” ჩემი გადაბირება სურს? და ამით რა? მეც ბევრ რამეზე ვოცნებობ. მინდა, რომ მადრიდში დიდხანს დავრჩე. სერია A-ში ასპარეზობის სურვილი არ მაქვს”, – აღნიშნა რონალდუმ.
პორტუგალიელი ფეხბურთელი "რეალის” ღირსებას 2009 წლიდან იცავს, მანამდე ის "მანჩესტერ იუნაიტედში” ასპარეზობდა.
|