როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი არამხოლოდ "პრიმერა დივიზიონში" ეცილებიან ერთმანეთს ბომბარდირობაში, არამედ მთელ ევროპაშიც. იცით, რომ წლის ბოლოს საკუთარ ჩემპიონატში რომელ ფეხბურთელსაც ყველაზე მეტი გოლი ექნება გატანილი, სწორედ ის მიიღებს ოქროს ბუცს. შეგახსენებთ, რომ წამყვან ტურნირებში გატანილი გოლი 2 ქულად ფასობს, საშუალო დონის ჩემპიონატებში 1.5 ქულად, ხოლო დაბალი დონის გათამაშებაში 1.0–ად.
გასულ უიქენდზე, რონალდუმაც და მესიმაც გაიტანეს გოლები, თანაც ორ–ორი. ამის გათვალისწინებით, "ლა ლიგის" გოლეადორთა დავას პორტუგალიელი ლიდერობს ისევე, როგორც ოქროს ბუცისთვის ბრძოლას. მის ანგარიშზე 32 გოლია, რაც 64 რეიტინგულ ქულას უტოლდება. ლეომ კი 60 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დამაჯერებლად იმყოფება.
|