რუსმა ბიზნესმენმა და მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ევრო 2012-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩზე, რომელშიც ერთმანეთს რუსეთისა და პოლონეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, დასასწრები ბილეთი 1.2 მილიონ ევროდ იყიდა.
ლონდონის "ჩელსის" მფლობელი ქალაქ ვორცლას ნაციონალურ სტადიონზე შეხვედრას თვალს საპრეზიდენტო ლოჟიდან მიადევნებს.
თუმცა უეფა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ხაზს უსვამს, რომ ეს კომერციული საიდუმლოა.
"საპრეზიდენტო ლოჟა ნაციონალურ სტადიონზე გაყიდულია, მაგრამ ვინ იყიდა, ამას არ გეტყვით, რადგან ეს კომერციული საიდუმლოა. მითუმეტეს, იმის თქმაც არ შემიძლია, რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ეს ადამიანი", - განაცხადა უეფას მრჩეველმა პიარისა და მარკეტინგის პროგრამებში რობერტ კორჟენევსკიმ.
|