ლონდონის "ჩელსის" ყოფილ თავკაცს ანდრე ვილაშ-ბოაშს "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატად განიხილავენ იმ შემთხვევისთვის, თუ ზაფხულში კლუბს ლუის ენრიკე დატოვებს.
"ჩელსიდან" გაშვებული სპეციალისტი "რომას" მწვრთნელობაზე უარს არ ამბობს. იტალიური კლუბი ვილაშ-ბოაშთან მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ მისი "პორტუში" მუშაობისას აწარმოებდა, თუმცა მაშინ ანდრეს ხელში ჩასაგდებად ბრძოლაში ყველას "ლურჯების" თავკაცმა რომან აბრამოვიჩმა აჯობა, რომელმაც პორტუგალიელებს მის სანაცვლოდ 13.3 მილიონი ევრო გადაუხადა.
|