მახაჩყალის "ანჟის” ბრაზილიელი მცველი რობერტო კარლოსი გუნდის განაცხადიდან გამოიყვანეს და რუსეთის პრემიერლიგის დარჩენილ მატჩებში დაღესტნელთა რიგებში ვეღარ ითამაშებს. "რობერტო კარლოსი განაცხადიდან გამოვიყვანეთ. მწვრთნელის რანგში შეგვიძლია ნებისმიერ კაცი შევიყვანოთ განაცხადში თუ მას შესაბამისი ლიცენზია აქვს. თუ რობერტო კარლოს ლიცენზია ექნება, მაშინ შეიძლება ამ რანგში განაცხადში შევიყვანოთ. შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელმა კარიერა დაასრულა? დღესდღეობით, რობერტო კარლოსი როგორც ფეხბურთელი "ანჟის” განაცხადიდან გამოყვანილია. ჯერჯერობით, ეს ყველაფერია რის თქმაც შეიძლება” – იუწყება "სპორტ-ექსპრესი” "ანჟის” ვიცე-პრეზიდენტის გერმან ჩისტიაკოვის სიტყვებს.
|