მიუნხენის "ბაიერნის” ჰოლანდიელი შემტევის, არიენ რობენის განცხადებით, იგი კლუბის გამოცვლაზე ფიქრობს და სასურველ ვარიანტებს განიხილავს. 28 წლის ჰოლანდიელს მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა, ეტყობა, რობენი კლუბის გამოცვლას არც მანამდე გამორიცხავს. "ახლა გერმანიაში ყველაფერი იდეალურად არაა. თანდათან ნაკლებად მომწონს აქ ყოფნა. გაისად კონტრაქტი მიმთავრდება და სასურველ ვარიანტებს უკვე განვიხილავ”, - განაცხადა რობენმა. შეგახსენებთ, რომ "ბაიერნის” ბოსებმა რობენს ახალი კონტრაქტი უკვე რამდენჯერმე შესთავაზეს, თუმცა უშედეგოდ.
|