მიუნხენის ბაიერნის ჰოლანდიელი გარემარბი, არიენ რობენი, მიმიდნარე წლის ზაფხულში შესაძლოა იტალიაში გადაბარგდეს, კერძოდ კი იუვენტუსში. ტურინელები ჰოლანდიელით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი. იტალიელებს პრობლემები არ ელევათ თავდასხმის ხაზში და ისინი თვლიან, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტი რობენის შეძენაა.
ტურინელები 28 წლის ჰოლანდიელის შეძენას მიმდინარე წლის ზაფხულში, სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დროს გეგმავენ. რობენს კონტრაქტი მიუნხენელებთან 2013 ეწურება, მაგრამ ამასთანავე ჰოლანდიელი უკმაყოფილოა გუნდში არსებული სიტუაციით და ამიტომ მზად არის კარიერა გააგრძელოს სხვა გუნდში.
შეგახსენებთ, რომ რობენმა ამ სეზონში, ბუნდესლიგაში სულ 15 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა შეძლო.
|