ლუის ენრიკე დოს სანტოსი, იგივე პეტი. ეს სახელი ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს ჯერ ვერაფერს ეუბნება, მაგრამ ბავშვი ისეთ სასწაულებს აკეთებს სამშობლოში, რომ არაა გამორიცხული, რამდენიმე წლის შემდეგ მისგან ფანტასტიკური ფეხბურთელი დადგეს. პეტი 13 წლისაა და მადრიდის "რეალის” სკაუტებმა უკვე მიაგნეს. უფრო სწორად, ყველას დაასწრეს, თორემ მისი თამაშის შემხედვარე, "მიაგნეს” უხერხული სიტყვაა... თავიდან "ბეტისის” სკაუტებმა ნახეს პეტი, თუმცა ბავშვის ოჯახის ესპანეთში ჩაყვანაზე ყოყმანი დაიწყეს და "რეალიც” მაშინვე შეუდგა საქმეს. "სამეფო კლუბი” პეტის მშობლებს მადრიდში ბინას შეჰპირდა. ეს globoesporte-ს ინფორმაციაა. მადრიდში კი უკვე დაიწყეს საუბარი, "ბრაზილიელი მესი” ვიპოვეთო და ვიდეორგოლს რომ შევხედავთ, დავრწმუნდებით – უზომოდ დიდი ტალანტია.