"ლივერპულის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლონდონის "ჩელსის" ჩაუდგება სათავეში, გულშემატკივრები გაუგებენ.
"ვინმეს შეუძლია იდავოს იმაზე, რომ "ლივერპულის" გულშემატკივრებს ვუყვარვარ? არა. თუ ამ ამბავზე შევთანხმდებით, მაშინ რას ვუსურვებთ იმ ხალხს, რომლებიც გვიყვარს? ყველაფერს საუკეთესოს. არ შემიძლია ხუთი წელი შინ ვიჯდე და ველოდო. ყველას ესმის, რომ სამუშაო მჭირდება.
თუ "ლივერპულის" ფანები საუკეთესოს მისურვებენ, ენდომებათ, რომ ტოპ-გუნდს ვწვრთნიდე, რომელსაც ტიტულებისთვის ბრძოლა შეუძლია. თუ ვუყვარვართ, გამიგებენ კიდეც", - განაცხადა ბენიტესმა.
|