რაფა ბენიტესი უკვე აღარ სახელდება მათ სიაში ვინც, შეიძლება ზაფხულში "ჩელსის” შემდეგი მენეჯერის პოსტი დაიკავოს.
ათასობით "ჩელსის” ფანმა დააფიქსირა თავისი აზრი რაფა ბენიტესის შესახებ, FA თასზე გამართული შეხვდრისას ბირმნიგემში, "ბირმინგემ სიტის” წინააღმდეგ.
The Sun-ის წყაროებზე დაყრდნობით ფანების წინააღმდეგობამ გავლენა იქონია თავად კლუბზეც და "ჩელსიში” გადაწყდა, რომ რაფა ბენიტესი ამოეშალათ ანდრე ვილაშ ბოაშის გამგრძელებელთა სიიდან.
შეგახსენებთ ვილაშ ბოაში კვირას გაანთავისუფლეს ჩელსის მენეჯერის პოსტიდან, ცუდი შედეგის გამო. მისი გუნდის ჩამორჩენა ლიდერ "მანჩესტერ სიტისთან” უკვე 20 ქულა იყო აბრამოვიჩი კი მეტს ითხოვდა.
მომზადებულია sportsmole.co.uk-ის მიხედვით.
|