მოგეხსენებათ იტალიურ პრესაში უკვე ხშირად ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ "მილანის" შვედ თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს უთანხმოებას აქვს, კლუბის მთავარ მწვრთნელთან მასიმილიანო ალეგრისთან.
ამ ყველაფერმა კი გამოიწვია ის, რომ ზლატანის სახელი უკვე დაუკავშირეს ჟურნალისტებმა მადრიდის "რეალს", მაგრამ ამ გავრცელებულ ინფორმაციებს 30 წლის თავდამსხმელის აგენტმა, მინო რაიოლამ ჭორი უწოდა. "იბრაჰიმოვიჩი "რეალში"? - ეს სრული სისულელეა, მე არ ვაპირებ ამგვარ წარმოქმნილ ჭორებზე საუბარს". - განაცხადა რაიოლამ.
იტალიური პრესის თანახმად, იბრაჰიმოვიჩსა და ალეგრის შორის კონფლიქტი ჩემპიონთა ლიგის "არსენალთან" 1/8 ფინალური მატჩის შემდგომ წარმოიშვა.
|