ბარსელონამ ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში ლევერკუზენის ბაიერი მიიღო და 7:1 გაანადგურა. შეხვედრაში 2 გოლი ტელიომ გაიტანა, 5 კი ლიონელ მესიმ.
შეხვედრის შემდეგ გვარდიოლამ განაცხადა, რომ იგი ამაყია, რადგან ის მესის მწვრთნელია.
"ნამდვილად არ არის არცერთი მოთამაშისთვის ადვილი 1 მატჩში 5 გოლის გატანა." - განაცხადა გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე.
"ბარსელონას გაუმართლა, რადგან მესისნაირი ფეხბურთელი ჰყავს. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ვუყუროთ მის თამაშს და დავტკბეთ. ასევე მთლიანი გუნდითაც."
"ეს ღამე მესისთვის მნიშვნელოვანი იყო. ახლა ჩვენ ყველაზე მთავარი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. შეხვედრისთვის, რომელშიც მესი მიგელ როდრიგესის რეკორდს დაამხობს. სხვაობა 7 ბურთიღა დარჩა."
"ყოველთვის მექნება იმის სიამოვნება, რომ ამაყად განვაცხადო: მე მესის მწვრთნელი ვიყავი."
"თქვენ ხედავთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედი და მანჩესტერ სიტი ახლა ევრო ლიგაზე არიან და არა ლიგის ფლეი ოფში. ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მეტოქეს სერიოზულად უნდა მოეკიდო, მითუმეტეს ფლეი ოფში."
"ფინალამდე 2 ეტაპიღა დარჩა. ჯერ-ჯერობით მხოლოდ 4 კლუბია ცნობილი, რომლებიც შემდეგ ეტაპზე არიან. ბენფიკა ისტორიული კლუბია. მილანი შესანიშნავად ასპარეზობს. აპოელს მინდა მივულოცო. ეს კლუბი აშკარად პროგრესირებს. ამ კლუბებიდან ნებისმიერი შეიძლება, რომ 1/2 ფინალში აღმოჩნდეს."
|