"ფორმულა 1–ის" მრბოლელმა ფერნანდო ალონსომ, რომელიც "კამპ ნოუზე" დაესწრო "ბარსელონას" უკანასკნელ შეხვედრას "სპორტინგთან (3:1), აღფრთოვანება ვერ დამალა ჟურნალისტებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ უდიდესი სიამოვნებაა "ლურჯ–ბროწეულისფერთა" თამაშის ცქერა.
"იმის მიუხედავად, რომ მე "ოვიედოს" უფრო ვგულშემატკივრობ, ვიდრე "სპორტინგს" და მადრიდის "რეალის" თამაშებს უფრო მეტად ვადევნებ თვალყურს, ვიდრე "ბარსელონისას", მაინც ძალიან კმაყოფილი დავრჩი გუშინდელი შეხვედრით. მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო სტადიონზე "ბარსას" თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა. ეს საოცარი იყო." –განაცხადა ალონსომ.
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე ხნის წინ, "ბლაუგრანას" თამაშს "ფორმულა 1–ის" კიდევ ერთი მონაწილე, სებასტიან ფეტელი დაესწრო და არც იგი იყო არანაკლებ აღფრთოვანებული.