ინგლისში უკვე დადის ხმები იმის შესახებ რომ ფაბიო კაპელო დაინიშნება ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელად.
ლურჯებთან დაახლოვებულმა წყარომ გამოცემა "Sun"-ს განუცხადა: "ჩრდილო ლონდონში უკვე სერიოზულად ფიქრობენ იმაზე, რომ ფაბიო კაპელო გადაბარგდება "სტემფორდ ბრიჯზე". და შესაძლოა ანდრე ვილაშ ბაოშმა თანამდებოდა იმაზე ადრე დატოვოს ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო."
"ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი უკვე რამოდენიმეჯერ გამოჩნდა "ჩელსის" საწვრთნელ კობჰემის ბაზაზე.
ფაბიო კაპელო სულ რამოდენიმე დღე გადადგა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან, ეს იტალიელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯონ ტერის ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა.
თუ კაპელო მართლაც გადაბარგდება "ჩელსიში" ის კვლავ იმუშავებს ნაკრების წამყვან ფეხბურთელებთან: ჯონ ტერი, ფრენკ ლამპარდი და ეშლი კოული, ასევე მას არაერთხელ განუცხადებია რომ დანიელ სტარიჯი ინგლისის ნაკრების მომავალი ლიდერია.
|